საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა
15.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მოგებით დაასრულა, თბილისში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, რომელმაც მე-7 ადგილისთვის მატჩში ლუქსემბურგის ნაკრების დამარცხება ერთი ბურთის სხვაობით, 27-28 მოახერხა. შეხვედრა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის ბოლო წუთები გამოდგა. გეტყვით, რომ ჩვენმა გოგონებმა მოიგეს, შეხვედრის პირველი ტაიმიც 11-13 და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოახერხეს.  ამ შეხვედრაში ჩვენი ნაკრებიდან, ყველაზე მეტი 9 გოლი, ანა კობახიამ გაიტანა, რომელიც ქართველთაგან, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.


მატჩის სტატისტიკა


შეგახსენებთ, რომ ეს ორი ნაკრები, რამდენიმე დღის წინ ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა ერთმანეთს და იმ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები, 20-24 დამარცხდა.


გოგონათა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული კი, ნიდერლანდების ნაკრები გახდა, რომელიც თბილისმა დასრულებულ ტურნირში, ასევე საქართველოს ნაკრების ჯგუფში ასპარეზობდა. ფინალში, ჰოლანდიელები, სერბეთის ნაკრებს შეხვდნენ და დაძაბულ დაპირისპირებაში 25-19 გაიმარჯვეს.


მესამე ადგილისთვის ფარერის კუნძულების გოგონათა ნაკრებმა, უკრაინელთა გუნდი, 8-ბურთიანი სხვაობით, 35-27 დაამარცხა და საპრიზო ადგილზე გავიდა.


ტურნირის სტატისტიკა

 


ხელბურთის ფედერაციის ფოტო