მორიგი სკანდალი ტოკიოდან!
მორიგი სკანდალი ტოკიოდან!
16.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული დელეგაცია, ტოკიოში მორიგ სკანდალში გაეხვა. იაპონური მედიის ცნობით, აეროპორტის სიახლოვესთან მყოფ სასტუმროში, სადაც ტოკიოს 2020 პარალიმპიური თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის ერთ-ერთი წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


„რა ინფორმაციაც მე მაქვს, იაპონიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას ატარებენ, რადგან საუბარი ძალადობის ფაქტზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. ტოკიოს პარალიმპურ კომიტეტთან აქტიური კომუნიკაციას გვაქვს. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს - სპორტსმენს შეუჩერდა აკრედიტაცია და ის პარალიმპიადაზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს მიუხედავად იმის, მას ოქროს მედლის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია. როცა საქართველოში დავბრუნდებით, ცხადია, ჩვენი კომიტეტი ამაზე დამატებით იმსჯელებს და სამართლიან გადაწყვეტილებს მიიღებს", - განუცხადა ერთ-ერთ ქართულ ვებ-გვერდს, რატი იონათამიშვილი - პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა.


მისივე განცხადებით, სკანდალში გახვეული ქართველის ძიუდოისტი, დიდი ალბათობით სამშობლოში დაბრუნდება. იაპონიაში კი, საქართველოდან პარაძიუდოს ოლიმპიური მედლებისთვის საქართველოდან 6 სპორტსმენი იყო წასული.


ზურაბ ზურაბიანი (-60): გრან-პრის ოქროს მფლობელი

გიორგი გამჯაშვილი (-66კგ) - მსოფლიო თასის და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი, გრან-პრის ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი

გიორგი ქალდანი (-73კგ) - გრან-პრის სამგზის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელი.

რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ) - ევროპის ჩემპიონატის ოქროს მფლობელი.   გრან-პრის ორგზის  ოქროს და ბრინჯაოს მედლოსანი.

ზვიად გოგოჭური (-100კგ) - რიო დე ჟანეიროს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, 2015 წელს სეულის მსოფლიო თამაშების  ოქროს მედალოსანი, ორგზის მსოფლიო თასის და გრან-პრის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანი

ინა ქალდანი (-73 კგ) - გრან-პრის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი


აღნიშნულ სპორტსმენებს შორის ყველაზე ტიტულოვანი ზვიად გოგოჭურია. თუმცა, ქართული დელეგაცია, ამ ეტაპზე, არ აკონკრეტებს, თუ რომელ სპორტსმენს ჩამოართვეს აკრედიტაცია და იაპონიის პოლიცია ახლა, საქმეს იძიებს, 60 წლის სასტუმროს თანამშრომელზე ძალადობის მუხლით. დეტალებზე ზოგადად საუბრობენ ქართული დელეგაციის წევრები, თუმცა, იაპონური მედია ყურადღებას, იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ ე.წ კოვიდ-სასტუმროში მყოფი საქართველოს დელეგაციის ნასვამი წევრები, სასტუმროს თანამშრომელს, მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც, ამ უკანასკნელმა შეზარხოშებულ ქართველებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და საკუთარ ოთახებში დაბრუნება სთხოვა. სასტუმროს თანამშრომლის მცდელობა, დაეცვა წესრიგი კი, იმით დასრულდა, რომ ერთ-ერთმა ის, იატაკზე დაანარცხა.


საქართველოს დელეგაცია, რომელიც პარაოლიმპიურ თამაშებზე, ადგილზე მომზადებით მიზნით იაპონიაში, თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ჩავიდა, აეროპორტიდან კოვიდ-კარანტინის სივრცეში გადაიყვანეს, ვინაიდან, დელეგაციის ერთ-ერთ წევრს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.




ამ ინფორმაციის საპირისპიროდ, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სოციალური ქსელით, გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორ დახვდნენ ქართველებს ტოკიოში, თუმცა, არაფერი თქვეს იმის, შესახებ, რაზეც სიუჟეტში იყო საუბარი, კერძოდ კორონა ვირუსით ინფიცირებულ დელეგაციის წევრზე.


ტოკიოს 2020 პარალიმპიური თამაშების განრიგით, ქართველი პარაძიუდოსტები თამაშებზე ასპარეზობას 27 აგვისტოდან დაიწყებენ.