
დღეიდან, 17აგვისტოდან, 19 აგვისტოს ჩათვლით, ლატვია, კადეტთა შორის ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს უმსაპინლებს. რიგაში, საქართველო, 13 წონით კატეგორიაში, 17 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი, რომელთა შორის 8 გოგონაა.
-55კგ - ლაშა ბაღაშვილი
60კგ - თორნიკე მოსიაშვილი
-66კგ - გიორგი ბერუაშვილი
-73კგ - ვახტანგ პავლიაშვილი, გივი ხოსიტაშვილი
-81კგ - ალექსანდრე ლოლაძე
-90კგ - არჩილ მამულაშვილი
+90კგ - გიორგი ტაბატაძე, საბა ქარდავა
-44კგ - ჯულიეტა როდონაია
-48კგ - ნინო, იაშვილი, მარიამ ფოცხვერაშვილი
-52კგ - ელენე წიკლაური
-57კგ - ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური
-63კგ - მარიამ ბურძენაძე
-70კგ - ნინო გულბანი
ჩვენი სპორტსმენების გამოსვლის პირდაპირი რეპორტაჟები და შედეგები, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://live.ijf.org/eju_cad2021/overview შეგიძლიათ იხილოთ.
დღეს, 17 აგვისტოს კი, მედლების 6 კომპლექტი გათამაშდა, ვაჟებში -50კგ, -55კგ, -60კგ-ში და გოგონები -40კგ, -44კგ, -48კგ. სამწუხაროდ, ჩვენი ძიუდოისტებისთვის სასტარტო დღე, არ აღმოჩნდა იღბლიანი.
ხვალ, რიგის ტატამზე, კიდევ 6 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
18 აგვისტო: ვაჟები -66კგ, -73კგ, გოგონები -52კგ, -57კგ, -63კგ,
19 აგვისტო: ვაჟები -81კგ, -90კგ, +90კგ, გოგონები -70კგ, +70კგ.





ჩვენ








