გრან სლემის მასპინძლობაზე, იაპონიამ მეორედ თქვა უარი
გრან სლემის მასპინძლობაზე, იაპონიამ მეორედ თქვა უარი
18.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეორე წელია ზედიზედ იაპონია, ძიუდოს ტოკიოს გრან სლემის ჩატარებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, იაპონურ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია. ტურნირი ტრადიციულად წლის მიწურულს, 3-5 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, რომელმაც იაპონური წყაროების ცნობით, ტოკიოს 2020-ის შემდეგ საგრძნობლად გააუარესა ვითარება ტოკიოში, კვლავ გაუქმდა.


იაპონიის ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, სადაც, ბუდოკან არენაზე, იაპონელების ტრიუმფით დასრულდა (საერთო ჯამში მათ 9 ოქროს მედალი მოიგეს) ძიუდოისტთა ტურნირი, ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა.


შეგახსენებთ, რომ ტოკიოს გრან სლემი კოვიდ 19-ის გამო გაუქმდა 2020 წლის დეკემბერშიც. შესაბამისად, უკვე მეორე წელია, იაპონია IJF-ს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) მსოფლიო ტურის ნაწილის, ტოკიოს გრან სლემის ჩატარებაზე უარს ეუბნება.


ამ მომენტისთვის, IJF -ის ოფიციალურ ვებ გვერდზე, 2021 წლის მსოფლიო ტურის კალენდარში სამი შეჯიბრი არის დარჩენილი:


ზაგრების გრან პრი 2021 / 24-26 სექტემბერი

პარიზის გრან სლემაი 2021 / 16-17 ოქტომბერი

ბაქოს გრან სლემი 2021 / 5-7 ნოემბერი