საფეხბურთო ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებამდე
საფეხბურთო ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებამდე
18.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქვეყანაში, კორონა ვირუსის პანდემიის გაუარესებულმა ფონმა, კიდევ ერთხელ შეცვალა სპორტული კალენდარი. მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატები (ქალთა და ვაჟთა ლიგები), 14 აგვისტოდან შეჩერდა. ერთადერთი, ჩატარდება საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება, ბათუმში, თუმცა, მასზე გულშემატკივარი, როგორც დაგეგმილი იყო არ დაიშვება. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით დღიური მაჩვენებლების მონიტორინგი, რაიმე გამონაკლისის იმედს არ იძლევა, მითუმეტეს, რომ ერთი წლის წინ, მეტად უფრო სტაბილურ ვითარებაში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, დამოუკიდებლობის პერიოდში, ევროსაგზურისთვის მატჩზე, ბევრად უფრო მეტად დიდ სივრცეში, სადაც ფეხბურთელებს ქომაგთა ტრიბუნები, ბევრად დაცილებულია, გულშემატკივარი არ დაუშვეს.


რაც შეეხება, ეროვნულ ლიგას, სფფ-მ, გემახსოვრებათ, გაავრცელა ცნობა, რომ  „2021 წლის 4 სექტემბრიდან, სფფ-ის ეგიდით გასამართ ყველა ლიგაში (ასაკობრივი ლიგების გარდა) ფეხბურთელები და ოფიციალური პირები დაიშვებიან მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით. ან იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურ მატჩამდე მინიმუმ 8 საათით ადრე სფფ-ის შესაბამის განყოფილებას წარუდგენენ შეხვედრის დაწყებამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს". ამასთან ფედერაციის ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ „მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან კი, აუცილებელი იქნება ვაქცინის ორი დოზის გაკეთების დამადასტურებელი ცნობის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ზემო აღნიშნული წესებით".





აღნიშნული განცხადების და საფეხბურთო ცხოვრებაში, იძულებით გამოწვეული შესვენებით ისარგებლებს საფეხბურთო კლუბებმა, თუ ამ კლუბების ცალკეულმა წევრებმა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კოვიდ-ვაქცინაცია გაიკეთეს, „დინამო თბილისის", თბილისის „ლოკომოტივის", ბათუმის „დინამოს" გუნდებმა და ასევე რიგი კლუბების, ამ მომენტისთვის, ერთეულმა ფეხბურთელებმა.


ჩვენ, მოვახერხეთ დავსწრებოდით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ვაქცინაციის პროცესს. თბილისში, ჰუალინგ პლაზაში, დინამოელები - ფეხბურთელები და კლუბის ტექნიკური სტაფი, „ფაიზერისა" და „სინოფარმის" პირველი დოზით აიცრა. ხვალიდან კი, დინამოელები, ელიგისთვის აქტიურად გააგრძელებენ ვარჯიშს.





აქვე გეტყვით, რომ  გეგმის მიხედვით 3 და 4 სექტემბერს, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებიც. თუმცა, ამ მატჩებზეც დიდი ალბათობით, გულშემატკივარს არ დაუშვებენ.