ფინეთთან „ჯვარი დავიწერეთ“
ფინეთთან „ჯვარი დავიწერეთ“
19.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, საერთაშორისო სარბიელზე უახლოეს ორ გადამწყვეტ ტურნირზე ურთიერთობას ფინეთის ნაკრებთან გაარკვევს. ამის შესახებ ცნობილი, დღეს ვენაში გამართული 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2024 წლის ევროპის შესარჩევი ტურნირების წილისყრის შემდეგ გახდა ცნობილი. ხელბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში, სწორეთ ფინეთთან ორმატჩიანი რაუნდი წავაგეთ და დავრჩით ევროპის ჩემპიონატის მიღმა.


მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მე-2 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ფინეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული ნაკრებები იქნებიან. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 2023 წლის 12-29 იანვარს პოლონეთსა და შვედეთში გაიმართება. თუმცა, მანამდე, ჯგუფური ეტაპის თამაშები ჩატარდება. ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს. საბოლოოდ კი, მსოფლოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ევროპის 12 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.




ფინეთის შეგხვდა წილისყრით, ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდშიც. 2022 წლის იანვარში, სწორედ, ფინეთის ნაკრებთან დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების მონაწილეობის საკითხი. შესაბამისად ფინელებთან დაპირისპირებაში, ჩვენ აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება.


უკვე მთავარ ჯგუფში მოხვედრის შემდეგ კი, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ორ-ორი გუნდი და საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი გავა.