საქართველოს ნაკრები სექტემბრის თამაშებისთვის მზადებას თვის ბოლოს დაწიყებს
საქართველოს ნაკრები სექტემბრის თამაშებისთვის მზადებას თვის ბოლოს დაწიყებს
20.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სექტემბერში სამ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. აქედან ერთი, ბათუმში, ახალ სტადიონზე ჩატარდება. თუმცა, ამ მომენტამდე უცნობია, გამონაკლისის სახით, დაუშვებენ თუ არა თამაშზე გულშემატკივარს. ფეხბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, 12 ნოემბრის თამაშზე, მე-12 მოთამაშე არ დაუშვეს.


ამასობაში, ბათუმი არენაზე გასამართ მატჩზე ჟურნალისტთა შეზღუდული რაოდენობით დასწრების თაობაზე, განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. ამასთან, უეფას მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნებულია დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ეროვნული ნაკრები ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ითამაშებს და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე მატჩი 5 სექტემბერს, სტუმრად ბადახოსში გაიმართება და ჩვენები ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. 8 სექტემბერს კი, ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში, სოფიას ვასილ ლევსკის სტადიონზე ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.


მომავალი თამაშებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები თვის ბოლოს, ქობულეთში შეიკრიბება. ამ ეტაოზე უცნობია, შეხვდება თუ არა ტრადიციულად, შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ, ვილი სანიოლი ქართულ მედიას.