
საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები 25-31 აგვისტოს კიევში, ტრადიციულ ვიქტორ ბანიკოვის მემორიალზე იასპარეზებს. ტურნირში, რომელიც სამი წელი სხვადახვა მიზეზის გამო ვერ ჩატარდა, 2021 წლის გათამაშებაში 8 გუნდს მოუყრის თავს, რომლებიც, ორ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან და წრიული სისტემით ითამაშებენ. ამის შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები, ტურნირის გამარჯვებულს გამოავლენენ. შესაბამისად გათამაშდება, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილის მფლობელებიც.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების გარდა, ბანიკოვის მემორიალში სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის, ბულგარეთის, თურქეთის, უზბეკეთის და სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები B ჯგუფი მოხვდა, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეები თურქეთის, უზბეკეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები იქნებიან. სასტარტო შეხვედრაში, ჩვენები თურქეთს საუპირისპირდებიან.
26.08.2021 / 17:00 კოლოსი, ბორისპოლი / თურქეთი - საქართველო
27.08.2021 / 17:00 ვოლოდიმირ მელნიკი, ობუხივი / უზბეკეთი - საქართველო
29.08.2021 / 17:00 ვოლოდიმირ მელნიკი, ობუხივი / საქართველო- სლოვაკეთი
30.08.2021 - ფინალური მატჩების დღე
გიორგი ჩიტაურის გუნდი, უკრაინული ტურნირისთვის სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 24 ფეხბურთელია გამოძახებული.
მეკარეები: გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი)
მცველები: გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი სურმავა (დინამო თბილისი), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მარტვილი), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), ლუკა შეროზია (დინამო თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ამინ კარაევი (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), მიხეილ ზეცაშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (სფფ-ის აკადემია), ლაშა გადილია (სფფ-ის აკადემია), ლუკა პარკაძე (უკლუბოდ), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), დავით მიქაია (სფფ-ის აკადემია).
თავდამსხმელები: გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა).
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები უკრაინაში ტურნირის დაწყების წინა დღეს, 25 აგვისტოს გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ბანნიკოვის რიგით მე-17 ტურნირი 2002 წლიდან ტარდება. საქართველოს ფეხბურთელებმა ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელის სახელობის მემორიალი 2016 და 2017 წლებში მოიგეს.
ტურნირის პირველი გამარჯვებული 2002 წელს პოლონეთი იყო. ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ მემორიალი მასპინძლებმა, უკრაინელებმა მოიგეს (2003, 2005, 2006, 2011, 2012, 2018) წლებში. 4-ჯერ ტურნირის გამარჯვებულები თურქები იყვნენ (2004, 2007, 2013, 2019), თითოჯერ იტალია (2008), ჩეხეთი (2009) და სერბეთი (2010).
ტურნირი, 2002 წლიდან არ ჩატარდა მხოლოდ სამჯერ. 2014 და 2015 წლებში, უკრაინაში არასტაბილური ვითარების გამო და 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო.





ჩვენ








