ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო კადეტთა ჩემპიონატზე
ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო კადეტთა ჩემპიონატზე
19.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლატვიაში დასრულდა კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველების ნადავლი არც თუ ბევრია, თუმცა ჩვენებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგეს.


-81კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონი ალექსანდრე ლოლაძე გახდა. მომავალმა ჩემპიონმა ფინალამდე დაამარცხა იტალიელი, რუმინელი და რუსი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ფრანგ ჯეისონ ოკის მოუგო.


ბრინჯაოს მედლები კი არჩილ მამულაშვილმა (-90კგ) და საბა ქარდავამ (+90კგ) მოიპოვეს. რჩილ მამულაშვილმა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ალირზა შიხალიზადა დაამარცხა. საბა ქარდავამ კი,  გადამწყვეტ შეხვედრაში კვიპროსელ გიანის ანტონიოუს აჯობა.


საქართველოს ნაკრები ლატვიაში 17 სპორტსმენით იყო გამგზავრებული და 13 წონით კატეგორიაში იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის სახელით კადეტთა ევროპის ჩამპიონატზე ხუთმა გოგონამ იასპარეზა.