ANOC-მა შემდგომი ქვიშის მსოფლიო თამაშების პროგრამა განსაზღვრა
ANOC-მა შემდგომი ქვიშის მსოფლიო თამაშების პროგრამა განსაზღვრა
20.08.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა ასოციაციამ (ANOC), რომლის ეგიდითაც ტარდება  ქვიშის მსოფლიო თამაშები, ათი საკვანძო დისციპლინისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2023 და 2025 წლების თამაშების პროგრამაში შევა.


შეჯიბრებათა პროგრამა ორიენტირებული იქნება ახალგაზრდებში პოპულარულ სახეობებზე, ამასთან ისეთებზე, რომლებიც წარმოდგენილი არ არის ოლიმპიურ თამაშებზე.


ძირითად სიაში შევიდა: ქვიშის ხელბურთი, კარატე (კატა), ქვიშის ფეხბურთი, სერფინგი (კაიტ ფოილი), ქვიშის ჭიდაობა, ტრიატლონი (აკვატლონი), ქვიშის ხელბურთი 4X4 და ქვიშის ჩოგბურთი. საწყლოსნო სახეობები ერთბაშად ორი დისციპლინით იქნება წარმოდგენილი - ღია წყალში ცურვა (5 კმ) და წყალბურთი (მინი წყალბურთი).


ANOC-სა და შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებს შორის შეთანხმება უკვე ხელმოწერილია, თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები კი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას განიხილეს.


დაწყებულია 2023 ან 2025 წლების მსოფლიო ქვიშის თამაშების მასპინძლობის მსურველების მხრიდან განაცხადების მიღება. შესაბამისი მიწვევა დაეგზავნება ყველა 206 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. ANOC-ის მიერ წარმოდგენილი დისციპლინების სია  საბოლოო არ არის. მომავალ ორგანიზატორებთან შეთანხმებით, ის შეიძლება გაფართოვდეს და შეივსოს.


2023 და 2025 წლების თამაშების მასპინძლობის მსურველი კანდიდატი ქალაქები ოქტომბერში, საბერძნეთში, ANOC-ის გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდება, გამარჯვებულების გამოვლენა კი წლეულს, 17 დეკემბერს იგეგმება.