პეკინი-2022 ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამოცდილებას ზედმიწევნით გაითვალისიწინებს

20.08.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ზედმიწევნით შეისწავლა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტოკიოს ზაფხულის თამაშების წარმატებით ჩატარების გამოცდილება.
პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის 34 წევრი ყურადღებით აკვირდებოდა ტოკიოს თამაშებზე კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების ორგანიზების პროცესს. მათ შორის, ათლეტთა ტესტირებას, საკარანტინო წესებს და პირობებს.
დღეს ჩინეთში აქტიურად განიხილავენ უცხოელ მაყურებელთა დაშვების აუცილებლობას, თამაშების წინ კარანტინის ხანგრძლივობას და ბილეთების გაყიდვის პროგრამას.
პეკინი ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. პეკინის თამაშებზე სპორტის შვიდი სახეობის 15 დისციპლინაში მედლების 109 კომპლექტი გათამაშდება.





ჩვენ








