კსუ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს დღეს გამართავს
კსუ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს დღეს გამართავს
21.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფუტსალში, საქართველოს ჩემპიონი „კსუ" დღეიდან უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპზე იწყებს ასპარეზობას. წილისყრის შედეგად, „კსუ", E ჯგუფში სერბულ "ფონთან", ირლანდიურ "ბლუ მეჯიქთან" და მონტენეგრულ "ტიტოგრადთან" ერთად მოხვდა. პირველ შეხვერას კი, „ტიტოგორის" წინააღმდეგ გამართავს. ამ ეტაპის თამაშები პოდგორიცაში, 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.


გათამაშების კალენდარი


21.08.21 / 22:30 კსუ - „ტიტოგორი"

22.08.21 / 19:00 კსუ - „ფონი"

24.08.21 / 19:00 „ბლუ-მეჯიქი" - კსუ


გათამაშების ამ ეტაპზე, ევროპის 32 გუნდი ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები მინი-ტურნირის ფორმატით გაირკვევა. წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას რვა ჯგუფის პირველადგილოსნები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებენ. მეინ-რაუნდის წილისყრა 30 აგვისტოსაა დაგეგმილი, მატჩები კი, 26-31 ოქტომბერს.


კსუ ევროტურნირებზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. კლუბმა საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა. პლეი-ოფში კსუ-მ, ჯერ თელასი-ჯორჯიანსი დაამარცხა, ფინალურ სერიაში კი, კავკასიელებმა თსუ-ს აჯობეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.