კსუ-მ პირველი მატჩი დასკვნით 3 წუთში წააგო
კსუ-მ პირველი მატჩი დასკვნით 3 წუთში წააგო
21.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს სტარტი ფუტსალში, უეფა-ს ჩენპიონთა ლიგის  2021-2022 წლების გათამაშებამ აიღო, საქართველოს ჩემპიონი „კსუ" წილისყრის შემდეგ, E ჯგუფში სერბულ "ფონთან", ირლანდიურ "ბლუ მეჯიქთან" და მონტენეგრულ "ტიტოგრადთან" ერთად მოხვდა. პირველი შეხვერა კი, დღეს „ტიტოგორის" წინააღმდეგ გამართა და 0-2 წააგო.


შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა. შეხვედრის 36 წუთიც, მშრალად ფრედ გაილია, თუმცა, დარჩენილ 3 წუთში, მონტენეგროელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს და მნიშვნელოვანი გამაჯრვება ჩაიწერეს აქტივში.


შეხვედრის სტატისტიკა


პირველი შეხვედრა მოიგო, სერბულმა „ფონმა", რომელმაც „ბლუ მეჯიქი" 3-0 დაამარცხა და 3 გატანილი გოლის წყალობით, ჯგუფში ლიდერი გახდა. ამ მომენტისთის, კსუ, მე-3 პოზიციაზეა და ხვალ, 22 აგვისტოს, სწორედ სერბულ კლუბს შეხვდება.


გათამაშების კალენდარი


22.08.21 / 19:00 კსუ - „ფონი"

24.08.21 / 19:00 „ბლუ-მეჯიქი" - კსუ


შეგახსნებთ, რომ გათამაშების ამ ეტაპზე, ევროპის 32 გუნდი ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები მინი-ტურნირის ფორმატით გაირკვევა. წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას რვა ჯგუფის პირველადგილოსნები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებენ. მეინ-რაუნდის წილისყრა 30 აგვისტოსაა დაგეგმილი, მატჩები კი, 26-31 ოქტომბერს.


კსუ ევროტურნირებზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. კლუბმა საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა. პლეი-ოფში კსუ-მ, ჯერ თელასი-ჯორჯიანსი დაამარცხა, ფინალურ სერიაში კი, კავკასიელებმა თსუ-ს აჯობეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.