„ნიკე“ 5-დღიან კარანტინშია და განმეორებით PCR ტესტებს ელოდება
„ნიკე“ 5-დღიან კარანტინშია და განმეორებით PCR ტესტებს ელოდება
22.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ქალთა შორის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი „ნიკე" უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების გათამაშებას კორონა ვირუსის მიზეზით გამოეთიშა. „ნიკე", რომელიც ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წელს მეორედ ჩაერთო, მას შემდეგ რაც გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონა-დადებითი პასუხი ამოუვიდა, 5-დღიან იზოლაციაში გადაიყვანეს. იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ, გუნდს კვლავ ჩაუტარდება PCR ტესტი და ამის შემდეგ, გუნდის ჯანმრთელი წევრები საქართველოში დაბრუნდებიან. რაც შეეხება, 21 აგვისტოს შეხვედრას, რომელიც ქართულ კლუბსა და ირლანდიური „პიმაუნტ იუნაუტედს" შორის უნდა გამართულიყო არ შედგა.


ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრაში "ნიკე" ნიდერლანდების, ენსხედეში "ტვენტეს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 9-0 წააგო. აღასნიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელებს ამ შეხვედრაში არც ერთ ტაიმში მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით არ დაურტყამთ. „ნიკეს" კარის მცველმა, თამარ ნადირაშვილმა კი, რომლიც მძიმე ტრავმის და ოპერაციის შემდეგ, თითქმის წელია დაბრუნდა ფეხბურთში, მხოლოდ პირველ ტაიმში 8-ჯერ იხსნა კარი გოლისგან. 


მატჩის სტატისტიკა.


აღსანიაშნავია, რომ გივი კვარაცხელიას „ტვენტესთან" მატჩში, მხოლოდ 3 სათადარიგო მოთამაშე ჰყავდა. ბუნებრივია, როდესაც კლუბი მსგავის რანგის შეჯიბრზე მიდის საასპარეზოდ და მოკლე სათადარიგო სკამი აქვს, რაიმე შედეგზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩემპიონ გუნდს, ევროტურნირის წინ, ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერებულიყო, ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი გამოაკლდა.


21 აგვისტოს კი,  „ტვენტე" წინასწარი ტურის ფინალში სერბული სუბოტიცას „სპარტაკს" შეხვდა 5-3 დაამარცხა და გათამასების შემდეგ ეტაპზეა.



ფოტო: fctwente.nl