
რამდენიმე დღეში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სექტემბრის თამაშებისთვის ქობულეთში დაბინავდება და ბათუმში, დაიწყებს მზადებას. ვილი სანიოლიმ, ტრადიციულად, შეკრებამდე გუნდის რამდენიმე დღით ადრე, გაფართოებული შემადგელობა დაასახელა, სადაც 5 დებიუტანტია - საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი" ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი და გიორგი ფანცულაია (ყველა ბათუმის „დინამოდან").
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ 26 ფეხბურთელს შორის, 8 „დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია". საერთო ჯამში კი, ნაკრებში 17 ფეხბურთელია, ვისაც სხვადასხვა წლებში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის რიგებში წარმატებები აქვს მოპოვებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძეც არის გამოძახებული.
30 აგვისტოდან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ორი ოფიციალური და ერთიც ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („დინამო" ბთ, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი" ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი", დანია), გურამ გიორბელიძე („დინამო დრეზდენი" გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო" ბთ, საქართველო), ირაკლი აზაროვი („დინამო", ბთ, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი" ავსტრია), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი" საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („სლოვანი" ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე", ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე („ჰათაისფორი" ანთაქია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი", სამხრეთ კორეა), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი", ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია), ზურიკო დავითაშვილი („არსენალი", ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო", ბთ, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი" გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი („აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბთ, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო", ბთ, საქართველო)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია („დინამო" ბთ, საქართველო).
ამ მომენტისთვის უცნობია, ჩატარდება თუ არა ტრადიციადქცეული, შეკრების წინა შეხვედრა ვილი სანიოლისა და ქართულ მედიას შორის, რომელიც შემადგენლობის გამოცხადების მომდევნო დღეს იმართება ხოლმე. თუმცა, ამ მომენტისთვის ისიც უცნობია, ქვეყანაში, კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, გამონაკლისის სახით ბათუმში, ახალ სტადიონზე მისცემენ თუ არა გულშემატკივარს დასწრების უფლებას.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ეროვნული ნაკრების ყველაზე მნიშნელოვან მატჩზე, რომელის ჩატარების უფლებაც თბილისს ჰქონდა და ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურისთვის იბრძოდა (არც ეპირდვითარება იყო ასეთი მძიმე და რეგულაციებსაც უფრო იცავდა ხალხი), სტადიონზე მე-12 მოთამაშეს არ მისცეს დასწრების უფლება და ამ გარემოებამ გუნდის შედეგზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
რაც შეეხება თამაშების განრიგს, 2 სექტემბერს, ბათუმში, კოსოვოს წინააღდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ, 5 სექტემბერს ჩვენი ნაკრები ქალაქ ბადახოსში ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 8 სექტემბერს კი, ქართველი ფეხბურთელები სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.





ჩვენ








