თორნიკე შენგელია: "როცა დაცვას არ ვითამაშებთ და ბევრ შეცდომას დავუშვებთ"
თორნიკე შენგელია: "როცა დაცვას არ ვითამაშებთ და ბევრ შეცდომას დავუშვებთ"
13.08.2017
ავტორი: თაკო კაპანაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, თრნიკე შენგელიამ, ჩეხეთთან მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კარგი დაცვითი თამაშით, ევროპის ჩემპიონატზე თამაშების მოგება შესაძლებელია.

"მინდა ავღნიშნო, რომ დღეს გულშემატკივარს ორი თამაში ვაჩვენეთ. პირველ ტაიმში ვნახეთ, რომ როცა დაცვას არ ვითამაშებთ და ბევრ შეცდომას დავუშვებთ, ამის ფონზე ნებისმიერ გუნდს შეუძლია წინ გაიჭრას. მეორე ტაიმში კი ბიჭებმა მოვინდომეთ, ძალიან დიდი ენერგიით ვითამაშეთ დაცვაში და თავდასხმაშიც უკეთესად, ვიდრე პირველ ტაიმში და გამოჩნდა, რომ დაცვდან იგებენ თამაშებს.

კმაყოფილი ვარ იმით, რომ გავიმარჯვეთ, მთლიანობაში ძალიან ბევრი შეცდომები იყო. ვიცი სულ დაცვას ვახსენებ, მაგრამ ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშებს მოგვაგებინებს”, - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 31 აგვისტოდან იასპარეზებს.