დრო და ვითარება, რომელსა მართლა გაგებით უნდა მოეკიდო
დრო და ვითარება, რომელსა მართლა გაგებით უნდა მოეკიდო
24.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იმის ფონზე, რომ ქვეყნის მასშტაბით საველე ჰოსპიტლების რიცხვი იზრდება, კორონა ვირუსით გარდაცვალებულთა ყოველდღიური რიცხვი 48-60 ადამიანს შორის მერყეობს, ხოლო კოვიდ-დადებითი შემთხვევები 6000-ს აღწევს, ფეხბურთის ბათუმელი გულშემატკივარი „არდაწერილ" ისტორიას დარდობს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვების მიუხედავად, ბათუმში ეპიდემია უკონტროლოა, არც ეს „გაოცებული" მდგომარეობაა უცხო.


ფეხბურთის ბათუმელი გულშემატკივრის უკმაყოფილება კი, დღეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც მსოფლიოს შესარჩევ მატჩზე, რომელიც 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ არენაზე ტარდება და საქართველოს ეროვნული ნაკრები, კოსოვოს ხვდება, გულშემატკივარს არ დაუშვებენ.


ალბათ, საჭიროა შეხსენება, რომ ერთი წლით ადრე, 12 ნოემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები არა ბათუმური სტადიონის, მაგრამ ქართული ფეხბურთის ისტორიული ფურცლის დასაწერად და ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ახალი თავის (არა თუ გვერდის) ათვლისთვის იყო მზად. ამისთვის კი, გუნდს, სულ მცირე ქომაგები (მხედველობაში მაქვს ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა კლუბი) სჭირდებოდა ტრიბუნაზე. ამასთან, 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. ლოქდაუნის დროს, არც კოვიდ-ინფიცირებულების ასეთი მაღალი (არა თუ ყოველდღიური, საერთო მაჩვენებელი მაქვს მხედველობაში) რიცხვი იყო და არც გარდაცვლილი გვყავდა, დღეში 60 ადამიანი.


კიდევ ერთი დეტალი, თუ სტადიონების ფართსაც ავიღებთ მაგალითად, ფიფა-სა და უეფა-სთვის კი, უპირველესად მნიშვნელოვანია სპორტსმენის ჯანმრთელობა და ეს, ამ ორგანიზაციების თავკაცების ყველა მიმართვაშია ხაზგასმული, 12 ნოემბრის მატჩისთვის ფეხბურთელსა და გულშემატკივარს შორის კონტაქტი, 98%-ით გამორიცხული იყო. ბათუმის ახალ სტადიონზე კი, სუფთა წლის საფეხბურთო სტადიონის კვალობაზე, ეს რისკი ბევრად გაზრდილი იყო.


თანაც, ვაქცინირებული იქნებოდა, სტადიონზე დაშვების შემთხვევაში გულშემატკივარი თუ არა, კონფერენს ლიგის თამაშებზე გამოჩნდა ნათლად  თუ რამდენად იცავდა, ბათუმის ახალ სტადიონზე შეკრებილი ქომაგი (სტადიონის ფართიდან გამომდინარე 50% უნდა ყოფილიყო, მაგრამ აშკარად უფრო მეტი იყო) კოვიდ-რეგულაციებს (არა პირბადე, არა დისტანცია, მოედანზე გადასვლა დამატებით კიდევ).


მიუხედავად იმისა, რომ ყველა სანაკრებო თამაში მნიშვნელოვანია, 12 ნოემბრის თამაშზე მე-12 მოთამაშე არ დაუშვეს. ასე, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ ქომაგიც და აჟიტირებული ფეხბურთელებიც, უბრალოდ, როგორც მოქალაქეები, ვალდებულები არიან დაელოდონ ვითარების დალაგებას, მითუმეტეს, რომ ბათუმის ახალი სტადიონისთვის, ამ მიმართულებით ისტორიის დაწერა, რთულ დროში, იმედი გვაქვს, რომ მხოლოდ ერთი თვით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბათუმში, კიდევ ორი შეხვედრის გამართვა უწევს.


აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 სექტემბრის თამაშისთვის 30 აგვისტოდან ქობულეთში შეიკრიბება. 2 სექტემბერს კი, კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ამის შედმეგ, ჩვენი ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთში გაემგზავრება, სადაც, 5 სექტემბერს ესპანეთს შეხვდება. 6 სექტემბერს, ჩვენები, ესპანეთიდან სოფიაში გადაფრინდებიან და იქ, 8 სექტემბერს, უკვე ამხანაგურ შეხვედრაში, ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.