ნინა თიბილაშვილის პირველი პარალიმპიური მედალი ტოკიოდან
ნინა თიბილაშვილის პირველი პარალიმპიური მედალი ტოკიოდან
25.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე დღეს, საპარეზობა ქართველმა პარასპორტსმენებმაც დაიწყეს. ასპარეზობის პირველ დღეს, პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა. ნინა, მართალია, ფინალურ შეხვედრაში 7-15 დამარცხდა ჩინელ ბიან ძინთან, მაგრამ ქართველი პარალიმპიელების მედლევის ათვლა დაიწყო, რადგან ვერცხლის მედალს დაეუფლა.


ამას გარდა თიბილაშვილი გახდა პირველი ქართველი პარალიმპიელი ქალი, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო.


ქართველმა,  ფინალამდე (A კატეგორია, ხმალი) ჯგუფურ ეტაპზე  2 შეხვედრა მოიგო და 2 წააგო. შემდეგ კი, 1/8-ფინალში იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15-9 დაამარცხა, 1/4-ფინალში კი, უკრაინელ ნატალია მორკვიჩს, 15-13 მოუგო. ჩვენებური, 1/2 ფინალშიც უკრაინელ, ევგენია ბრეუსის შეხვდა და ისიც, მინიმალური უპირატესობით, 15-12 დაამარცხა.  





დღესვე,  ტოკიოში, საქართველოს ყველაზე გამოცდილმა და ტიტულოვანმა პარამოფარიკავემ ირმა ხეცურიანმაც იასპარეზა და მეოთხე ადგილზე გავიდა. ირმამ, ბრინჯაოს მედლისთვის გამართული შეხვედრა ჩინელ ქსიაო რონგთან 6-15 დათმო.


როგორც იცით, 24 აგვისტოს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, 2020 წლის პარალიმპიური თამაშები გაიხსნა, რომელიც 5 სექტემბრის გაგრძელდება. თამაშებში, 136 ქვეყნის 44 000 სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის არის საქართველოს პარალიმპიური ნაკრების 13 სპორტსმენი. ჩვენები, პარალიმპიელები მედლებისთვის სპორტის 6 სახეობაში იბრძოლებენ - ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა და პარამძლეოსნობა.