მარიამ მურღვლიანის სამი ოქრო და საერთო ჯამში 9 რეკორდი
მარიამ მურღვლიანის სამი ოქრო და საერთო ჯამში 9 რეკორდი
25.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ორი საასპარეზო დღე დარჩა. ფიცარნაგზე კი, სამი ქართველი გასასვლელი:


26 აგვისტო

81კგ (U17) ნათია გადელია

96კგ (U17) გურამ ვეკუა


27 აგვისტო

102 / +102 კგ (U15) ვეკუა ირაკლი


ტურნირის დაწყების დღიდან, რომელშიც 15-წლამდე და 17-წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში სხვადასხვა წონით კატეგორიებში თამაშდება მედლები, საქართველო, 14 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.  მათ შორის, სამი გოგონაა. ამ სამიდან ერთი კი, დღევანდელი დღის ტრიუმფატორია.




ტრიუმფით დასრულდა ევროპის ჭაბუკ ძალოსანთა შეჯიბრის მორიგი დღე პოლონეთში,  ქართველი ძალოსანი გოგონასთვის. საერთაშორიოსო ტურნირებზე დებიუტანტმა, ხონელმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა და თან ერთბაშად, 9 რეკორდი დაამყარა. თავის


***

საქართველოს 2 რეკორდიც დაამყარა, საბა ადამიამ, რომელმაც აკვრაში 9კგ-ით ხოლო ორჭიდში 10კგ-ით მისივე რეკორდები გააუმჯობესა. ევროპის ჩემპიონატზე, სპორტსმენმა ატაცში 104კგ დაძლია და მეხუთე ადგილი დაიკავა. აკვრაში, აკვრაში დაძლეული 131/138/142კგ-ით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში 246კგ-ით ადამია აგრეთვე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.


***


ნიკოლოზ ესართია ატაცში ევროპის ჩემპიონია. ზუგდიდელმა ძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით დაძლია და მეტოქე სპორტსმენებს შანსი არ დაუტოვა. ნიკოლოზის დაძლეული წონები: 123,127 და 129 კგ.


***

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მაისურაძე (55 კგ), მართალია, მხოლოდ მე--5 ადგილზე გავიდა, მაგრამ სპორტსმენმა საერთო საქართველოს 3 რეკორდი დაამყარა. ამასთან,  ატაცში 8კგ-ით, აკვრში 6კგ-ით და ორჭიდი  17კგ-ით გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი.


***


ევროპის ჩემპიონი გახდა ლევან ოჩიგავა. ძალოსანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ამასთან,  ევროპის 1 და საქართველოს 3 რეკორდი დაამყარა. ძალოსანმა აკვრაში ევროპის რეკორდი დაამყარა და საქართველოს რეკორდები ატაცში  2კგ-ით,  აკვრაში 4კგ-ით, ხოლო ორჭიდში კი, 8კგ-ით გააუმჯობესა.






მათ გარდა მედლებს დაესაკუთრნენ:

გიგა ოდიკაძე - 2 ოქრო 1 ვერცხლი

რევაზ მილდიანი  - 1 ოქრო 1 ვერცხლი

ლერი ნეფარიძე - 1 ბრინჯაო

გოგა ჯაჯვანი - 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო


***


15-წლამდე ნაკრები

55 კგ  რევაზ მილდიანი, ლერი ნეფარიძე

61 კგ გოგა ჯაჯვანი

73 კგ ლევან ოჩიგავა

 81 კგ საბა ადამია

102 / +102 კგ ვეკუა ირაკლი

81 კგ მარიამ მურღვლიანი


17-წლამდე ნაკრები

49კგ  გიგა ოდიკაძე

55 კგ არჩილ ოქროპირიძე

73კგ ნიკოლოზ ესართია

81 კგ გერვასი თაბაგარი

96კგ გურამ ვეკუა

55კგ მარიამ მაისურაძე

81კგ ნათია გადელია





 

ძალოსნობის ფედერაციის ფოტოები