ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა კსუ-მ 3 მარცხით დაასრულა
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა კსუ-მ 3 მარცხით დაასრულა
25.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონმა კსუ-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში ასპარეზობა  დაასრულმა. ქართულმა კლუბმა  E ჯგუფში  იასპარეზა სერბულ "ფონთან", ირლანდიურ "ბლუ მეჯიქთან" და მონტენეგრულ "ტიტოგრადთან" ერთად და ყველა საკვალიფიკაციო მატჩი წააგო.


კსუ - „ტიტოგრადი"  0-2

კსუ - „ფონი" 0-3

"ბლუ მეჯიქი" - კსუ 5-2


​წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ-რაუნდში ასპარეზობა კი, რვა ჯგუფის პირველადგილოსნმა და ერთმაც საუკეთესო მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა გააგძელეს.  მეინ-რაუნდის წილისყრა 30 აგვისტოსაა დაგეგმილი, მატჩები კი, 26-31 ოქტომბერს. E ჯგუფიდან, სერბული გუნდი აგრძელებს მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას.   


შეგახსენებთ, რომ კსუ ევროტურნირებზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ კლუბმა საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა. პლეი-ოფში კსუ-მ, ჯერ თელასი-ჯორჯიანსი დაამარცხა, ფინალურ სერიაში კი, კავკასიელებმა თსუ-ს აჯობეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.