ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ჯგუფები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ჯგუფები ცნობილია
26.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მას შემდეგ, რაც კორონა ვირუსის პანდემიის გამო სტამბულს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა, ევროპული ფეხბურთის მთავარი საკლუბო ტურნირის 2021-22 წლების სეზონის წილისყრა და განვლილი გათამაშების საუკეთესოთა დაჯილდოება სწორედ, ამ ქალაქში ჩაატარა.


ჯგუფურ ეტაზე, რომელიც 14-15 სექტემბრიდან აიღებს სტარტს წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:


A ჯგუფი

მანჩესტერ სიტი (ინგლისი)

პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)

ლაიპციგი (გერმანია)

ბრიუგე (ბელგია)


B ჯგუფი

ატლეტიკო (ესპანეთი)

ლივერპული (ინგლისი)

პორტუ (პორტუგალია)

მილანი (იტალია)


 C ჯგუფი

სპორტინგი (პორტუგალია)

დორტმუნდი (გერმანია)

აიაქსი (ნიდერლანდები)

ბეშიქთაში (თურქეთი)


D ჯგუფი

ინტერი (იტალია)

რეალი (ესპანეთი)

შახტარი (უკრაინა)

შერიფი (მოლდოვა)


E ჯგუფი

ბაიერნი (გერმანია)

ბარსელონა (ესპანეთი)

ბენფიკა (პორტუგალია)

დინამო (უკრაინა)


F ჯგუფი

ვილიარეალი (ესპანეთი)

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)

ატალანტა (იტალია)

იანგ ბოიზი (შვეიცარია)


G ჯგუფი

ლილი (საფრანგეთი)

სევილია (ესპანეთი)

ზალცბურგი (ავსტრია)

ვოლფსბურგი (გერმანია)


H ჯგუფი

ჩელსი (ინგლისი)

იუვენტუსი (იტალია)

ზენიტი (რუსეთი)

მალმიო (შვედეთი)


ჯგუფური ეტაპის დაზუსტებული კალენდარი არაუგვიანეს შაბათისა გაირკვევა. მანამდე კი, ოფიციალურად, მხოლოდ 6 სათამაშო დღის თარიღია ცნობილი:


I მატჩისდღე  - 14/15 სექტემბერი

II მატჩისდღე - 28/29 სექტემბერი

III მატჩისდღე - 19/20 ოქტომბერი

IV მატჩისდღე - 2/3 ნოემბერი

V მატჩისდღე - 23/24 ნოემბერი

VI მატჩისდღე - 7/8 დეკემბერი


2022 წლიდან, თუკი ბუნებრივია კორონა ვირუსმა უკვე ბოლო წლებში ტრადიციადქცეული ცვლილებები არ შეიტანა ტურნირის კალენდარში, ფორმატსა და ფინალური მატჩის ადგილმდებარეობაში, ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ  15/16 თებერვლიდან განახლდება. თუმცა მანამდე, 13 დეკემბერს, 1/8 ფინალური მატჩების წილისყრა გაიმართება.


1/8 ფინალი

15/16 და 22/23 თებერვალი - 8/9 და 15/16 მარტი

1/4 ფინალი

5/6 აპრილი - 12/13 აპრილი

1/2 ფინალი

26/27 აპრილი - 3/4 მაისი


უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების გათამაშების ფინალური მატჩი კი, სანქტ-პეტერბურგში, 28 მაისს ჩატარდება. აქვე გეტყვით, რომ 1/4  და 1/2 ფინალური მატჩების წილისყრა 18 მარტს არის ჩანიშნული.


ფოტო: @UEFA Champions League