მხოლოდ, ბრინჯაოსთან ახლოს
მხოლოდ, ბრინჯაოსთან ახლოს
27.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიური თამაშების მორიგ საშეჯიბრო დღეს, 27 აგვისტოს, საქართველოს ორმა წარმომადგენემა იასპარეზა, თუმცა, ჩვენებმა, მედლების მოპოვება ვერ მოახერხეს.  


პარალიმპიადის მესამე დღეს მედლებისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტებიც ჩაერთვნენ. ბრინჯაოს მედლის მოგებასთან ახლოს იყო, -66კგ მოასპარეზე გიორგი განჯაშვილი. ქართველმა, პირველი შეხვედრა რუსს ვიქტორ რუდენკოსთან გამართა და ის, იპონით დაამარცხა. ამის შემდეგ, 1/2 ფინალში ესპანელ სერხიო იბანეზ ბანონთან იპონით დამარცხდა და ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა. თუმცა, იაპონელ პარაძიუდოისტთან და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.


აღსანიშნავია, რომ გიორგი გამჯაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ტრავმის გამო გაუცდა, მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა და შესაბამისად, პარალიმიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლებაც ჰქონდა. თამაშებამდე,  პარალიმპიური კომიტეტის ექიმების დახმარებით, რომლებსაც ბუნებრივია, ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი ხელმძღვანელობდა, უშუალოდ თამაშებამდე, ჯანმრთელობისა და სპორტული ფორმის სრულად აღიდგენა მოახერხა.


დღესვე, -60კგ წონით კატეგორიაში იასპარებზა დიდი ბრიტანეთის გრან-პრის გამარჯვებულმა ზურა ზურაბიანმა, თუმცა, პირველ წრეშივე, მონღოლ სუხბაატართან იპონით წააგო.