ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის დახუნძული დასკვნითი 2 დღე
ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის დახუნძული დასკვნითი 2 დღე
27.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა გოგონამ, პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე სამი ოქროს მედლის მოგება მოახერხა. 17-წლამდეთა ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე ზუგდიდელმა სპორტსმენმა, ევროპის 2021 წლის ჩემპიონი და რეკორდსმენი ნათია გადელიამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი. ნათია 81კგ-ში ასპარეზობს, გოგონათა შორის.


17-წლამდე ძალოსანთა შორის, სადებიუტო ასპარეზობა წარმატებული გამოდგა კიდევ ერთი ქართველი სპოირსტმენისთვის. 96კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა, 2015 წლის ევროპის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა გურამ ვეკუამ, საქართველოს მორიგი სამი მედალი შემატა. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდელმა სპორტსმენმა, კონკურენტები უშანსოდ დატოვა.


ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს +102კგ წონით კატეგორიაში, 15-წლამდე სპორტსმენტა ასაკობრივ ჯგუფში,  საქართველოს ნაკრების წევრმა ვეკუა ირაკლი იასპარეზა. საინტერესოდ დაძაბუოი გამოდგა სპორტსმენისთვის, ასპარეზობა აკვრაში, სადაც ბოლო სიტყვა ჟიურიმ თქვა და ზუგდიდელ სპორტსმენს, შედარებით, მაღალი სინჯის მედლის მოგების შანსი ჩამოართვა. თუმცა, ირაკლიმ, ატაცში, ვერცხლის მედლი, საბოლოოდ, ორჭიდის ჯამშიც კი, ბრინჯაოს მედლის მედალი მოიპოვა.


ასევე იხილეთ სტატია






აღსანიანავია, რომ ევროპოს ჩემპიონატს პოლონეთში, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და პოლონეთში მყოფი ქართველებიც ესწრებოდნენ. ტრიბუნებზე იყო, ,ქართული ძალოსნობის ცოცხალი ლეგენდა ვანო გრიქულოვიც.


ძალოსნობის ფედერაციის ფოტოები