
ქართული კლუბები, 2021-2022 წლების სეზონზე, კვლავ უეფა-ს ევროტურნირებზე კვლავ არ იქნებიან წარმოდგენილები, თუმცა, ქართველი ფეხბურთელები, მწვრთნელი და დიდი ალბათობით, მსაჯთა რამდენიმე ბრიგადა შემოდგომიდან, კვლავ აქტიურად იქნება ჩართული ახალ სეზონში. ევროპისა და კონფერენს ლიგის გათამაშებებზე, საერთო ჯამში, 10 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
დღეს, სტამბოლში, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპების წილისყრა გაიმართა.
ევროპა ლიგაზე, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი", B ჯგუფი მოხვდა სადაც მისი მეტოქეები ფრანგული „მონაკო", ჰოლანდიური „ეინდჰოვენი" და ესპანური „სოსიედადი" იქნებიან.
G ჯგუფში იასპარეზებს ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროში", სადაც მისი მეტოქეები გერმანული „ლევერკუზენი", შოტლანდიური „სელტიკი" და ესპანური „ბეტისი" იქნებიან.
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2021-2022 წლების სეზონზე:
A ჯგუფი: „ლიონი" (საფრანგეთი), „რეინჯერსი" (შოტლანდია), „სპარტა" (ჩეხეთი), „ბრონდბიუ" (დანია)
B ჯგუფი: „მონაკო" (საფრანგეთი), „ეინდჰოვენი" (ნიდერლანდები), „სოსიედადი" (ესპანეთი), „შტურმი" (ავსტრია)
C ჯგუფი: „ნაპოლი" (იტალია), „ლესტერი" (ინგლისი), „სპარტაკი" (რუსეთი), „ლეგია" (პოლონეთი)
D ჯგუფი: „ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი), „აინტრახტი" (გერმანია), „ფენერბაჰჩე" (თურქეთი), „ანტვერპენი" (ბელგია)
E ჯგუფი: „ლაციო" (იტალია), „ლოკომიტივი" (რუსეთი), „მარსელი" (საფრანგეთი), „გალათასარაი" (თურქეთი)
F ჯგუფი: „ბრაგა" (პორტუგალია), „ცრვენა ზვეზდა" (იუგოსლავია), „ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), „მიდტიულანდი" (დანია)
G ჯგუფი: „ლევერკუზენი" (გერმანია), „სელტიკი" (შოტლანდია), „ბეტისი" (ესპანეთი), „ფერენცვაროში" (უნგრეთი)
H ჯგუფი: „დინამო:" (ხორვატია), „გენკი" (ბელგია), „ვესტ ჰემი" (ინგლისი), „რაპიდი" (ავსტრია)
ჯგუფური ეტაპის კალენდარი
I მატჩისდღე- 16 სექტემბერი
II მატჩისდღე- 30 სექტემბერი
III მატჩისდღე- 21 ოქტომბერი
IV მატჩისდღე- 4 ნოემბერი
V მატჩისდღე- 25 ნოემბერი
VI მატჩისდღე- 9 დეკემბერი
შეგახსენებთ, რომ 8 ჯგუფის გამარჯვებული, ავტომატურად 1/8 ფინალის საგზურს გაინაღდებს, ჯგუფებში მე-2 ადგილზე გასული კლუბები კი, ახალი, ფლეი ოფის ნოკაუტ-რაუნდს გაითამაშებენ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებთან და ასე მოიპოვებენ ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას. წილისყრა 13 დეკემბრს გაიმართება. მატჩები კი, 2022 წლის 17 და 24 თებერვალს ჩატარდება.
2022 წლის 25 თებერვალს 1/8 ფინალი წილისყრა ჩატარდება, მატჩები 10 და 17 მარტს გაიმართება.
2022 წლის 18 მარტს გაირკვევა 1/4 ფინალური წყვილების ვინაობა, თამაშები კი, 7 და 14 აპრილს გაიმართება.
ამავე დღეს იგეგმება 1/2 ფინალური წყვილების წილისყრაც. ნახევარფინალები კი, 28 აპრილსა და 5 მაისს ჩაატარდება.
უეფა-ს ევროპა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ფინალური მატჩი კი, ესპანეთში, სევილიაში, 18 მაისს გაიმართება.
***
უეფა-ს 2021-2022 წლების კონფერენს ლიგის სეზონზე 5 კლუბი ასპარეზობს, სადაც ქართველებსაც უწევთ თამაში. აღსანიშნავია, რომ ხანგრძილი შესვენების შემდეგ, ქართველი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა", რომელიც გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა თამაშობენ, მოახერხა ევროსარბიელზე დაბრუნება.

ქართველების გუნდი, სტამბოლში გამართული წილისყრის შემდეგ, B ჯგუფში მოხვდა, სადაც მათთან ერთად გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი", სერბული „პარტიზანი" და ესტონური „ფლორა" იასპარეზებენ.
ერთ ჯგუფში, F ჯგუფში მოხვდნენ დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი" და ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას „სლოვანი" და ნიკა ნინუას „პაოკი". საფეხბუთო კლიუბის „დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელები, ახლა ევროპის კონფერენს ლიგაზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
სხვათა შორის რადგან სიტყვამ მოიტანა გეტყვით, რომ 2021-2022 წლების საკვალიფიკაციო რაუნდებში, ქართული გუნდები მოწინააღმდეგეთაგან, ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ „მაქაბი ჰაიფამ" მოახერხა გასვა და ალბათ, ისიც აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ მატჩში, მან თბილისელთათვის ცუდად მოსაგონარი ბაქოს „ნეფთჩი" გამოთიშა ევროსარბიელს. რაც შეეხება ბათუმის „დინამო" დამმარცხეველ თუქრულ „სივასფორს" ის, დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა" გამოთიშა ასპარეზობას.
უეფა-ს კონფერენს ლიგის 2021-2022 წლების ჯგუფური ეტაპის სათამაშო დღეებია:
A ჯგუფი: „ლასკი" (ავსტრია), თელ ავივის „მაქაბი" (ისრაელი), „ალაშკერტი" (სომხეთი), „ჰიკი" (ფინეთი)
B ჯგუფი: „გენტი" (ბელგია), „პარტიზანი" (სერბეთი), „ფლორა" (ესტონეთი), „ანორთოსისი" (კვიპროსი)
C ჯგუფი: „რომა" (იტალია), „ზორია" (უკრაინა), „ცსკა სოფია" (ბულგარეთი), „ბუდიო-გლიმტი" (ნორვეგია)
D ჯგუფი: „ალკმაარი" (ნიდერლანდები), „ჩფრ" (რუმინეთი), „იაბლონეცი" (ჩეხეთი), „რანერსი" (დანია)
E ჯგუფი: „სლავია" (ჩეხეთი), „ფეიენოორდი" (ნიდერლანდები), „უნიონი" (გერმანია), „მაკაბი" ჰაიფა (ისრაელი)
F ჯგუფი: „კოპენჰაგენი" (დანია), „პაოკი" (საბერძნეთი), „სლოვანი" (სლოვაკეთი), „ლინკოლნი" (გიბრალტარი)
G ჯგუფი: „ტოტენჰემი" (ინგლისი), „რენი" (საფრანგეთი), „ვიტესი" (ნიდერლანდები), „მურა" (სლოვენია)
H ჯგუფი: „ბაზელი" (შვეიცარია), „ყარაბაღი" (ზერბაიჯანი), „ყაირათი" (ყაზახეთი), „ომონია" (კვიპროსი)
I მატჩისდღე- 16 სექტემბერი
II მატჩისდღე- 30 სექტემბერი
III მატჩისდღე- 21 ოქტომბერი
IV მატჩისდღე- 4 ნოემბერი
V მატჩისდღე- 25 ნოემბერი
VI მატჩისდღე- 9 დეკემბერი
კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში პირდაპირ მოიპოვებენ თამაშის უფლებას, ჯგუფების გამარჯვებულები. მეორეადგილოსანუ გუნდები კი, ევროპა ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან, ფლეი ოფში ითამაშებენ.
2021 წლის 13 დეკემბერი ფლეი-ოფის მატჩების წილისყრა
2022 წლის 17 და 24 თებერვალს ფლეი-ოფის მატჩები
2022 წლის 25 თებერვალი, 1/8 ფინალის წილისყრა
1/8 ფინალები
2022 წლის 10 და 17 მარტი
2022 წლის 18 მარტი, 1/4 და ½ ფინალების წილისყრა
1/4 ფინალი
2022 წლის 7 და 14 აპრილი
1/2 ფინალები
2022 წლის 28 აპრილი და 5 მაისი
2022 წლის 25 მაისი ტირანაში, „ნაციონალ არენაზე" უეფა-ს ახალი ტურნირის, ევროპა კონფერენს ლიგის ფინალი გაიმართება.
ფოტოები: @UECL_UEL @UEFA @Anorthosis





ჩვენ








