„დინამოს“ მეორე მარცხი სუპერლიგაზე
„დინამოს“ მეორე მარცხი სუპერლიგაზე
12.01.2018
ავტორი:

ახალი, 2018 წლის პირველი დღეები, საქართველოს ჩემპიონისთვის უიღბლოდ დაიწყო. თბილისის „დინამო", განახლებული სუპერლიგის მეორე მატჩს აგებს. ამჯერად, გასვლაზე „ბათუმში".  ბათუმელები კი თბილისში, „ოლიმპთან" განცდილი მარცხის შემდეგ, სახლში მეორე თამაშს იგებენ ზედიზედ.

დღევანდელი შეხვედრა, საინტერესო და დაძაბული გამოდგა, „თამაშ თამაშ" მიმდინარეობითაც და პარკეტზე მოთამაშეთა შორის დაძაბულობითაც. მსაჯებს, რამდენჯერმე თამაშის შეჩერაბაც კი მოუხდათ. მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე 1:32 წთ-ით ადრე, მასპინძლები 4 ქულით 16-12 იგებდნენ. თუმცა, დარჩენილ დროში „დინამომ", ნოდო გოგოძის ზუსტი 3-ქულიანის შემდეგ, მოახერხა, რომ მეოთხედი, მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით წააგო 19-18.  

თანაბარი თამაში გაგრძელდა მეორე მეოთხედში. ორივე გუნდზე, მატჩის ამ ნაწილში, დაშვებული შეცდომების დიდი წილი მოდის. „დინამო", ძირითადად მდევრის როლში იყო, თუმცა 4 ქულაზე მეტი, ბათუმელებმა დაწინაურება ვერ მოახერხეს. მეორე მეოთხედის დასრულებამდე 3:50 წუთით ადრე კი ილია ლონდარიძის სროლის შემდეგ, სხვაობა, კვლავ 1 ქულამდე დავიდა 28-27. დინამოელთა მორიგი შეტევა კი ლევან ფაცაციას ლეი აფით დასრულდა და ახლა, თბილისელები დაწინაურდნენ 1 ქულით 28-29.  დარჩენილ დროში, ძირითადად ნოდო გოგოძისა და ლაველ ბოიდის წყალობით „დინამომ" დაწინაურება მოახერხა 30-34. ამ მეოთხედში ბოლო 3 ქულიანი ზუსტად ესროლა მიხეილ ბერიშვილმა.  საერთოდ, თამაშის ამ მონაკვეთში თბილისელებმა 13, ხოლო მასპინძლებმა მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხეს. მეოთხედი „დინამომ" 8-ქულიანი სხვაობით 11-19, ხოლო ტაიმი 30-37 მოიგო.

თამაშის დასაწყისში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ჩემპიონისთვის დავალებად, დაცვაში გამართულად თამაში იყო. რაც მეორე მეოთხედის გათვალისწინებით, ჩანდა, ლაგდებოდა. მესამე მეოთხედში, დინამოელებმა 10 ქულიან სხვაობასაც მიაღწიეს და რამდენიმე წუთი ამ ბალანსის შენარჩუნებაც მოახერხეს. წინა მატჩების მსგავსად, შეხვედრის მესამე მონაკვეთში ილია ლონდარიძე გამოიკივეთა, რომელსაც მხარი გიორგი შარაბიძემ აუბა. თუმცა, ლომდარიძემ, ასევე წარმატებით, პერსონალურებით დატვირთაც მოახერხა.  მეოთხედი, კვლავ „დინამომ" მოიგო, ამჯერად 1 ქულის სხვაობით 18-19. მეოთხედის ბოლო სროლა და ისიც 3-ქულიანი, ლევან ფაცაციას ანგარიშზეა. ბოლო პერიოდის წინ, სტუმრები 8 ქულით ლიდერობდნენ 48-56.  

ასეა თუ ისე, „დინამომ", რომელიც ევროტუნირების შემდეგ, არც თუ დამაჯერებლად გამოიყურება სამი მეოთხედი სტაბილურად ჩაატარა და ქულების თანაბარი რაოდენობაც დააგროვა. თუმცა, ისევე, როგორც ახალწლამდე „სოხუმთან" და ბოლოს, „მგზავრებთან" მატჩებში, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, როგორც სჩანს, შემადგენლობის მხრივ, მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს.

გადამწყვეტი მეოთხედი წინ, სხვაობა ანგარიშში, 8 ქულა იყო, „დინამოს" სასარგებლოდ. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ბათუმელთა ლიდერი, ვახტანგ ქადარია „ჩაერთო" საქმეში. რამდენიმე წუთიან მონაკვეთში, მან „ბათუმს" 8 ქულა შესძინა, აქედან ორი, 3-ქულიანით.  მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე „დინამოს" 8 ქულიანი სხვაობა დავიდა 2 ქულამდე 64-66. 40 წამიან მონაკვეთში სროლები გააფუჭეს გოგოძემ და ბერიშვილმა, ბათუმელთა ლეგიონერმა ლეონიდ სტეფანიშინმა კი 21 წამით ადრე, ანგარიში გაათანაბრა 66-66.  დარჩენილ დროში, ჯერ იმავე სტეფანიშინმა ააცილა 3 ქულიანი, ბოლოს კი ნოდო გოგოძემ გაუშვა შანის ხელიდან. მიმდინარე ჩემპიონატზე, „დინამომ" პირველი ოვერტაიმი ითამაშა.

ოვერტაიმის დასაწყისში, მასპინძლები 4 ქულით დაწინაურდნენ. ისევე, როგორც მეოთხე მეოთხედის ბოლოს, ოვერტაიმშიც, მის დასრულებამდე 21 წამით ადრე, ვითარება კვლავ დაიძაბა. ლაველ ბოიდმა 2-ქულიანით, სხვაობა 2 ქულამდე 73-71 დაიყვანა. თუმცა, სტუმრებმა მეტი ვეღარ შესძლეს, და საბოლოოდ 6 ქულით, 77-71 დამარცხდნენ.

გამარჯვებულთაგან 17 ქულით ბომბარდირი სპენსერ კოლინზი გახდა. ვახტანგ ქადარიამ 16 ქულა მოაგროვა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა ლეონიდ სტეპანიშინმა. „დინამოში" 16 ქულით ლაველ ბოიდის ანგარიშზეა. 13 ქულა დააგროვა ნოდარ გოგოძემ, ხოლო ილია ლონდარიძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა (იხილეთ  სტატისტიკა).

„დინამომ" ბათუმში წაგებით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა. თუმცა, „ქუთაისსა" და „დინამოს" 10 მოგება და 3 მარცხი აქვთ და დაკარგული ქულებით ჩემპიონატს ლიდერობენ. საქართველოს სუპერლიგაზე მორიგი სათამაშო დღე 15 იანვარია. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17:00 „დინამო"- „ოლიმპს" შეხვდება.