
უკრაინაში მიმდინარე „ბანიკოვის მემორიალზე" საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჯგუფის მეორე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში უზბეკეთის ნაკრებთან მოიგო, ანგარიშით 3-4. გიორგი ჩიტაურის გუნდიდან გოლები გიორგი პარკინაშვილმა, ლაშა გადილიამ, ალეკო ბასილაძემ და ალექსანდრე ნარიმანიძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი, პირველ ტაიმს, ორბურთიანი უპირატესობით 1-3 იგებდა. თუმცა, მეორეში, კვლავ ორი გოლი გაუშვა, აქედან ერთი ავტოგოლი და მხოლოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფი მოხვდა, სადაც ჩვენთან ერთად, თურქეთის, უზბეკეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები ასპარეზობენ. სასტარტო შეხვედრაში, ჩვენები თურქეთს ნაკრებს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 წააგეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, „ბანიკოვის მემორიალის" სასტარტო მატჩს, ჩვენი ნაკრები 0-1 იგებდა, 29-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში ლუკა პარკაძემ გახსნა. თუმცა, მეორე ტაიმში, 9 წუთიან მონაკვეთში, 65-ე და 74-ე წუთებზე, თურქებმა 2 გოლი გაგვიტანეს.
სხვათა შორის, თურქეთის ნაკრებმა, რომელიც თასის მოქმედი მფლობელია, დღეს მეორე ჯგუფური შეხვედრაც მოიგო სლოვაკეთთან 3-2 (2-1) და ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა.
ამ მომენტისთვის ჯგუფში, მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებია, რომელსაც 3 ქულა აქვს და ტურნირზე მე-3 ადგილისთვის საბრძოლველად, ბოლო ჯგუფური შეხვედრის მოგება სჭირდება. ბუნებრივია, ფრეს შემთხვევაში, საქართველოს 17-წლამდეთა ნაკრები, ტურნირის მე-3 ადგილისთვი საგზურს კი მიუახლოვდება, რადგან 4 ქულას დააგროვებს, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილი, თურქეთისა და უზბეკეთის თამაშზე იქნება დამოკიდებული. ასე, რომ ჩიტაურის გუნდისთვის უკეთესი და უფრო მშვიდი გამოსავალი, ამ შეხვედრის მოგება იქნება.
ჯგუფის გადამწყვეტ ბოლო შეხვედრაში კი, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართება, საქართველოს 17-წლამდეთა ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის დებულების თანახმად, ორ ჯგუფში 1-4 ადგილებზე გასულები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, ჯგუფში მე-2 ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ტურნირის ბრინჯაოს მედლებისთვის საქართველოს მეტოქე უკრაინასა და ბულგარეთს შორის გამარჯვებული იქნება.
30.08.2021 - ფინალური მატჩების დღე
ასევე იხილეთ სტატია





ჩვენ








