
ორ დღეში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ქობულეთში შეიკრიბება და სექტმებრის სანაკრებო მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას. სამწუხაროდ, შეკრებამდე, ცნობილი გახდა, რომ ვილი სანიოლის გუნდს კოსოვოს, ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებთან თამაშებში ვერ დაეხმარება ხვიჩა კვარაცხელია. ვარაცხელიას ტრავმის შესახებ, დღეს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ცვლილებაა. კლუბში მიღებული ტრავმის გამო სექტემბერში გასამართ ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ყაზანის "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება", - ნათქვამია სფფ-ს ოფიციალურ სანაკრებო გვერდზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, სექტემბრის შეკრებებზე, გუნდს უკრაინული ოდესის "ჩერნომორეცის" შემტევი გიორგი წიტაიშვილი შეუერთდება. აღნიშნულ სანაკრებო ფანჯრის დროს, სწორედ ის ჩაანაცვლებს კვარაცხელიას და იმედია, მასსავით წარმატებილი იქნება.
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად 2021 წლის მაისში მიიღო და ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა. შესაბამისად, სანიოლის თამამ გადაწყვეტილებას, შეკრებაზე ერთბაშად 5 დებიუტანტი ჰყოლოდა, კიდევ ერთი დაემატა. საერთო ჯამში, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, სანიოლიმ 26 ფეხბურთელის გამოუძახა.
ასევე იხილეთ: ვილი სანიოლიმ სექტემბრის მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








