კვარა „კრიტიკოსებს“ - მე, ეს უფრო ძლიერს მხდის!
კვარა „კრიტიკოსებს“ - მე, ეს უფრო ძლიერს მხდის!
28.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საღამოს გავრცელებული ინფორმაციას, რომ ხვიჩა კვარაცხელია, ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლასა და სექტემბრის სანაკრებო თამაშებში, ეროვნული ნაკრების დახმარებას, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე წუთის წინ, „კვარამ" საკუთარი სოციალური ქსელით მოკლე სტატუსი-მიმართვა გამოაქვეყნა.


„ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე რაც ძალიან გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს ყველამ იცის, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის  სახელით თამაშია და ის, რომ მე უბრალოდ არ ჩამოვდივარ სრული აბსურდია. ყველაფერზე მეტად ახლა მე, ჩემი ქვეყნის გვერდით დგომა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვა ამის საშუალებას არ მაძლევს. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია კრიტიკოსებისთვის - მადლობა, მე ეს უფრო ძლიერს მხდის! მადლობა გვერდში დგომისთვის. კვარა" - წერს ფეხბურთელი.


შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შესახებ, ფეხბურთელის ამ მიმართვამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ინფორმაცია სფფ-ს სანკრებო ოფიციალურმა გვერდმაც გაავრცელა.



სფფ-ს ფოტო