
ვილი სანიოლის გუნდში კიდევ ერთი ცვლილებაა. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა ერთ-ერთმა დებიუტანტმა გიორგი ფანცულაიამ ტრავმა მიიღო. ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით კი, ბათუმის „დინამოს" ფეხბურთელს, სანაკრებო შეკრებაზე, მისივე გუნდელი გიორგი ზარია ჩაანაცვლებს. ეროვნული ნაკრების განაცხადში ამ გზით, კიდევ ერთ დებიუტანტს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. TSFF.ge-სთვის, ცნობილი ხდება, რომ ფანცულაიამ მუხლის ტრავმა მიიღო და რამდენი ხნით „დასვენება" უწევს, თუმცა ფეხბურთელს, სერიოზული ტარვმა არ აქვს და ის ელიგის განახლებიდან გუნდს, დიდი ალბათობით შეუერთდება.
სხვათა შორის, ანალოგიური მიზეზიტთ გუშინ, ცნობილი გახდა, რომ სექტემბრის სანაკრებო თამაშებზე, ეროვნულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებოდა. თუმცა, გუშინვე გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციით, ტრავმის მიუხედავად კვარაცხელია, „რუბინს" რუსეთის ჩემპიონატის უახლოეს მატჩებში დაეხმარებოდა. ბუნებრივია, აღნიშნულს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და ქართული მედიის ერთი ნაწილის მიერ შეგულიანებულმა ქომაგებმა შექმნილი ვითარების მიმათა საკუთარი თეზისების ჩამოყალიბებაც დაიწყეს.
ბუნებრივია, ქართული ფეხბურთის ჭეშმარიტი ქომაგების გულისტკივილი გვესმის და ამიტომ, ამ სტატიაში, შევეცადეთ ასე თუ ისე, აგვეხსნა რამდენიმე გარემოება, ზედმეტი იურიდიული ტერმინოლოგიის გარეშე.
„გუნდს არ ჰქონდა უფლება, ფეხბურთელი არ გამოეშვა ნაკრებში" - ამ მოცემულობას, რეალობაში ასეთი ახსნა აქვს. ნებისმიერ გუნდს უფლება აქვს, საკლუბო ინტერესების გათვალისწინებით, ფეხბურთელი არ გაუშვას სანაკრებო თამაშზე. ქართულ რეალობაში, ანუ თუკი, ფეხბურთელი თამაშობს საქრათველოს ეროვნულ ჩემპიონატში და მას არ გაუშვებენ ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში, კლუბი დაჯარიმდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, აქ ლაპარაკია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქართულ კლიბებს შორის არსებულ რეგულაციაზე.
იმ შემთხვევაში, თუკი ფეხბურთელი თამაშობს სხვა ქვეყანაში და კლუბი არ უშვებს ფეხბურთელის ქვეყნის ნაკრებში სპორტსმენს სათამაშოდ, „დასჯის მექანიზმი" არ არსებობს და მომავალი ურთიერთობა, დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის ფედერაციისა და ფეხბურთელის (ან მისი აგენტის) პირად ურთიერთობაზე. ამასთან, უცხო ქვეყნის კლუბმა, რომელსაც ეს ფეხბურთელი წარმოადგენს, არგაშვების მიზეზი, წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის ფეხბურთის ფედერაციას. სხვათა შორის, ამ რეგულაციას, ბოლო წლებში კოვიდ-რეგულაციები და შესაბამისად ამა თუ იმ ქვეყნის ე.წ. ფერადოვნება დაემატა. ბევრი ქვეყნისთვის კი, ვაღიარებთ ამას თუ არა, საქართველო დღეს წითელი ზონაა.
ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში, ჩვენი გვერდისთვის ცნობილია, რომ სფფ-ში არსებობს, „რუბინიდან" მოწერილი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც კვარაცხელიას არგამოშვების მიზეზად ტრავმა სახელდება. ჩვენ, შევეცადეთ ცოტა უფრო მეტად გაგვერკვია საქმის ვითარება და ამით, ზემოთხსენებული ქართული მედიის ერთი ნაწილისა და მათ მიერ შეგულიანებული ფეხბურთის ქომაგების კიდევ ერთ კითხვაზე გვეპასუხა - „აქვს თუ არა კვარაცხელაის ტრავმა და თუ კი, რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს მას სარეაბილიტაციოდ".
კვარაცხელიას ტრავმა ნამდვილად აქვს, შესაძლოა „ვაუ-ვუი" და „საქოთქოთო" არა, მაგრამ ისეთი, რომლის გართულებამაც, შესაძლოა ფეხბურთელს, საერთოდ დაუნგრიოს მომავალი კარიერა. აღნიშნული ტრავმა, ფეხბურთელს, პერმანენტულად აწუხებს, თუმცა 16 აგვისტოს შემდეგ, დინამიკაში, გამოჩნდა, რომ ზედმეტმა და არასწორმა დატვირთვამ, ის დაამძიმა და მომდევნო დატვირთვებმა, შესაძლოა მისი კიდევ უფრო მეტად გართულება გამოიწვიოს. შესაბამისად, კვარაცხელია, აღნიშნლ სიტუაციაში და მომენტში რეაბილიტაციას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით, საუბარი კონკრეტულ თარიღზე, თუ როდის მოახერხებს ფეხბურთელი თამაშს, ალბათ ჯერ ნაადრევია. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე დღეს, სამედიცინო პერსონალი ფიქრობს.
ისე შეგახსენებთ, რომ არასწორი მიდგომის გამო, ქრონიკული ტრავნოანობა აქვთ ლევან მჭედლიძეს, ჯანო ანანიძეს, გიორგი ჩაკვეტაძეს... აქ, უბრალოდ ჩამოვთავლეთ ნაკრებში ბოლო წლებში დასახელებული ფეხბურთელები, თუმცა, უფრო შორსაც შეგვიძლია წასვლა.
შეგასენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლის თაოსნობით, 30 აგვისტოდან ოფიციალურად შეიკრიბება ქობულეთში. საწვრთნელ პროცესს, ფოთის ახლა საფეხბურთო კომპლექსში გააგრძელებს. თამაშით კი 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე, სამწუხაროდ, კოვიდ-რეგიულაციების გამო, მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ამის შემდეგ, ჩვენი ნაკრები ესპანეთში, შემდეგ კი ბულგარეთში გაემგზავრება.
ბათუმში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, კოსოვოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, თბილისის დროით 20:00 დაიწყება.
ასევე იხილეთ:
ვილი სანიოლიმ სექტემბრის მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა
კვარაცხელიას ვერ მოდის, სანიოლიმ კი წიტაიშვილს უხმო
კვარა „კრიტიკოსებს" - მე, ეს უფრო ძლიერს მხდის!





ჩვენ








