
ქართველი პარალიმპიელებისთვის, 28 აგვისტოც, ტოკიო პარალიმპიურ თამაშებზე მედლების გარეშე დასრულდა. ამ დღეს, ჩვენმა ოლიმპიელებმა სამ სახეობასი იასპარეზეს.
პარამოფარიკავეებმა, ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა რაპირით ფარიკაობაში იასპარეზეს. გვანცა ზადიშვილმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია, ხოლო ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი 1/8 ფინალში გავიდნენ. ასპარეზობის ამ ეტაპზე, ნინო ჩინელ რონგთან 8-15 დამარცხდა.

ხეცურიანმა კი, 1/8 ფინალში ბრაზილიელი მონიკა სანტუში 15-7 დაამარცხა. ამის შემდეგ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი პარამოფარიკავე, 1/4 ფინალში აღნიშნული დისციპლინის ფავორიტს, ბიატრის მარია ვიოს შეხვდა და საწმუხაროდ, 6-15 წააგო. შესაბამისად, გამოეთიშა ინდივიდუალურ სახეობაში მედლისთვის ბრძოლას. თუმცა, ირმაც და გოგოებიც გუნდურ ჩათვლაში, კვლავ იტოვებენ მედლების მოგების შანსს. ჩვენები, ხვალ 29 აგვისტოს გუნდური ტიტულისთვის დაიწყებენ ბრძოლას.
დღესვე, პარაძიუდოში იასპარეზა გიორგი ქალდანმა. -73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს წარმომადგენელმა 2020 წელს ბაქოსა და დიდი ბრიტანეთის გრან პრი მოიგო. შესაბამისად, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე, მედლის მოგებსი შანსი მას აშკარად ჰქონდა. მართალია ბრინჯაოს მედლისთვის, მაგრამ გიორგი ქალდანმა ეს შანსი მიიღო. თუმცა, ლიეტუველ ოსვალდს ბარეიკისს ვერაფერი მოუხერდა. ბარეიკისი, შეხვედრის დასაწყისშივე ვაზარით დაწინაურდა და მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ის 2-ჯერ გააფრთხილეს, მცირე უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და ქალდანი უმედლოდ დატოვა.

კიდევ ერთ სახეობაში, პარა წოლჭიმში -80 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, აჰმად რაზმ აზარიმ. სპორტსმენი 2020 წელს დაუმარცხებელიიყო, თუმცა, ამჯერად, მან სამიდან მხოლოდ 2 ცდა გამოიყენა და ასპარეზობა 198 კგ-თი დაამთავრა. საბოლოოდ, ეს მხოლოდ მე-5 შედეგი აღმოჩნდა. ტოკიოს პაროლიმპიური თამაშების გამარჯვებული კი, ირანელი პარაწოლჭიმელი გახდა, რომელმაც 234 კგ-ის აწევა მოახერხა.

28 აგვისტოსთვის, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე, მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალია. ის, ჩვენს გუნდს ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოუტანა. ამ მაჩვენებლით, ქართული გუნდი, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე, ჯერ მხოლოდ 48-ე ადგილს იკავებს.





ჩვენ








