ორი ვერცხლი პარალიმპიელა ძიუდოისტებმა მოიგეს
ორი ვერცხლი პარალიმპიელა ძიუდოისტებმა მოიგეს
29.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მორიგი მედალი საქართველო პარალიმპიურ გუნდს, ტოკიოს თამაშებზე ქალმა სპორტსმენმა მოუტანა. 29 აგვისტო, ჩვენები ორ სახეობაში პარაფარიკაობაში გუნდური მედლებისთვის იბრძოლებენ, ორ წონით კატეგორიაში კი ტატამზე, ძიუდოისტები შეეცდებიან მედლების მოპოვებას.


-70 კგ წონით კატეგორიაში, მოასპარეზე ინა ქალდანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა პარაძიუდოისტმა ქალმა, პირველ შეხვედრაში მექსიკელი  დაამარცხა და 1/2  ფინალში გავიდა, სადაც ტურნირის მასპინძელ იაპონელ სპორტსმენს სძლია. ქალდანი, ფინალში ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდა და სამწუხაროდ, დამარცხდა. ქალდანის მიერ დამარცხებულმა მექსიკელმა და იაპონელმა კი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს,




დღესვე, პარალიმპიური ვერცხლი მედლის მფლობელი გახდა, ვაჟთა შორის მძინეწონოსანი რევაზ ჩიკოიძე. პირველი ბრძოლა ქართველმა იაპონელ კენტო მასაკის მოუგო, 1/2  ფინალში კი, უზბეკი შირინ შაპიროვი დაამარცხა და ფინალში, ირანლე მოჰამადრეზა ხეიროლლანზადეს შეხვდა და მეორე წუთზე მიღებული ტრავმის გამო დამარცხდა.


დღესვე უნდა ეასპარეზა  პარალიმპიური  თამაშების მოქმედ, ჩემპიონს ზვიად გოგოჭურს (-100კგ), რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ჩასვლითსანავე სკანდალში გაეხვა, მას აკრედიტაცია ჩამოართვეს და სამშობლოში დააბრუნეს.


მიუხედავად ამისა, დღეს ქართველმა პარაძიუდოისტებმა, ჩვენი ნაკრების სათვალაშვი 2 მნიშვნელოვანი მედალი მიითავლეს და ახლა, პარალიმპიურ თამაშებზე, 3 ვერცხლის მედლით, 4 ადგილით ზევით აიწიეს და 44-ე საფეხურზე არიან.


***


ქართველი პარა-მოფარიკავეები მეორე ჯგუფში ასპარეზობდნენ, სადაც მათი მეტოქეები უნგრეთის, რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის გუნდი და ჩინეთის ნაკრები ასპარეზობდნენ. ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო შედეგის მქონდე გუნდი გადიოდა. რაპირით ფარიკაობაში, ჩვენი გუნდისთვის, რომელსაც ირმა ხეცურიანი, ნინი თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მთავარ მეტოქედ, მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირვე გუნდს, ჩინეთს მიიჩნევდნენ. თუმცა, ჩვენებმა, სამწუხაროდ, ყველა მეტოქესთან მარცხი განიცადეს.


საქართველო - უნგრეთი 30-45

საქართველო - რპკ 36-45

საქართველო ჩინეთი  21-45


შესაბამისად,  ამ ჯგუფიდან, მედლებისთვის ბრძოლა, ჩინეთისა და უნგრეთის ნაკრებებმა გააგრძელეს. ფინალში კი, ოლიმპიური ოქროსთვის ჩინეთი, მეორე ჯგუფის გამარჯვებულს იტალიის ნაკრებს დაუპისრიპირდა, რომელმაც, 1/2  ფინალში უნგრეთი დაამარცხა.


***


და ბოლოს გეტყვით, რომ პარალიმპირ თამაშებშზე, საქართველოს ნაკრები ასპარეზობას აგრძელებს და თამაშების დასრულებამდე ჩვენები კიდევ 4 სახეობაში - პარაწოლჭიმში, პარასროლაში, პარაცურვასა და პარამძლეოსნობაში სცდიან ბედს. ჩვენი გუნდი, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე გამოსვლას 4 სექტემბერს დაასრულებს.