საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შეკრება დაიწყო
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შეკრება დაიწყო
28.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მორიგ საწვრთნელ შეკრებაზეა. 28 აგვისტოდან, რამაზ სვანაძის გუნდი, 23 ფეხბურთელის შემადგელობით, რუინეთის 21-წლამდეთა ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადება. 7 სექტემბერს კი, ბუქარესტში, „ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე", თბილისის დროით  22:00 საათზე დაუპირისპირდება.

 

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა

 

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913)


მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო).


ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოსწირაფიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).


თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი) გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), შოთა შეყილაძე (თელავი).


სვანაძის 21-წლამდე ნაკრებმა, საერთაშორისო ოფიციალური მატჩი, 29 მარტს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ბელარუსის 21-წლამდეთა ნაკრების წინააღმდეგ უკვე ითამაშა და 4-1 გაიმარჯვა.