
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 3-4 სექტემბერს, ბათუმის ახლა დარბაზში, ორ ამხანაგურ შეხვედრას ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ფუტსალის ნაკრები თბილისში გულშემატკივრის სიმცირეს არასდროს უჩიოდა, ეროვნული ნაკრების მესვეურებმა, რეგიონში სპორტის პოპულარიზაციის, ასევე, საკლუბო დონეზე, აჭარაში და უშუალოდ ბათუმში, ფუტსალის დაბრინების მიზნით (ბათუმს ჰყავდა საკმაოდ კარგი გუნდი ფუტსალში) მორიგი ამხანაგური მატჩების ჩატარება, სწორედ, აჭარის მთავარ ქალაქში გადაწყვიტეს.
„დრო მალე გადის და იანვარი ისე მოგვადგება კარს, რომ ვერც გავიგებთ. შემადგენლობა, ამ ჯერზე, არ არის ძირითადი. ყველა ვერ ჩამოვიყვანეთ, იმიტომ, რომ ეს შეკრების პერიოდი, ასე ვთქვათ, ფიფა-ს ნახევრად ფანჯარაა. ანუ, თან არის და თან არა. ზოგმა გუნდმა, სადაც ჩვენი ლეგიონერები თამაშობენ, გვთხოვა, რომ შეკრებებზე არიან, აქვთ მოსამზადებელი პერიოდი და შესაბამისად, იმ გუნდების ფეხბურთელები ვერ შემოგვიერთდნენ. თუმცა, ამაში ვერ ვხდედავ კატასტროფას. ახლა, იმ ბიჭებს მიეცემათ, შანსი ვისაც თავის გამოჩენა უნდა და შეიძლება, ეს კარგიც იყოს", - ამბობს TSFF.GE-სთან საუბარში ავთანდილ ასათიანი, ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, შეგახსენებთ, რომ „ევრო 2022"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი, მეორე ადგილზე დაასრულა და ქართული საფეხბურთ ნაკრებების არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი კი, 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ჰოლანდიაში გაიმართება. ამ ეტაპზე ასპარეზობის უფლება, ჩვენმა ნაკრებმა, საკმაოდ უხერხულ ჯგუფში, მოახრეხა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები, საფრანგეთის, რუსეთისა და სომხეთის ნაკრებები იყვნენ. თუმცა, ალბათ, ქართველებისთვის, ყველაზე უხერხული მეზობელი სომხეთის გუნდი იყო, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც დიდ ფეხბურთში, სომხებთან შეხვედრებში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს არ გაუმართლა. შესაბამისად, ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, სწორედ, ამ შეხვედრის გახსენება ჩავთავლეთ საჭიროდ. მიუხედავად იმისა, რომ სომხებს, ორივე მატჩი მოვუგეთ, სწორედ ამ დაპირისპირებაში, ჩვენი აზრით გამოჩნდა, რა მიმართულებით გვაქვს სამუშაო.

„სომხები, ფუტსალში, არიან ძალიან ძლიერები. სრული პასუხისმგებლობთ ვიძახი, რომ სხვა ჯგუფში რომ ყოფილიყვნენ, დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ. გასვლაზე, სომხებთან თამაშისას, შეიძლება ზედმეტი თავდაჯერებულებიც ვიყავით. აქ, 5-0 გვგქონდა მოგებული და ყველა ინტერვიუში ვიძახდი, რომ ამ ანგარიშს, არ უნდა მოეცა ჩვენთვის, მოდუნების საშუალება. ჩვენი თავი არ უნდა მოგვეტყუებინა, უბრალოდ, სწრაფი გოლები, რომ შევუყარეთ. თბილისში, ამ გარემოებამ განაპირობა ის შედეგი, თორემ არ იყო 5-0-ის თამაში. უხერხული გუნდია ძალიან. იქაც, ერთი-ერთში მიდიოდა თამაში, მაგრამ მთავარი იყო მოგება და 3 ქულა წამოვიღეთ. დანარჩენზე, რა თქმა უნდა ამ შეკრებაზეც გვექნება სამუშაო. გვექნება სამუშაო, რომ უცებ, მეორე ტაიმის დასაწყოსში, არ შეგვიგდონ გოლები. ყოველი წამი ფუტსალში გადაწყვეტია. ამიტომაც არის ასეთი დინამოური თამაში. შეიძლება, ერთ წამში 3 გოლი გაუშვა, არ უნდა მოდუნდე, სულ უნდა იყო კონცენტრირებული და ის თამაში, ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
შეგახსნეებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, ლიეტუვას ნაკრებთან თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში უკვე გამართა. სექტემბრის მატჩები, ამ მზადების მორიგი ეტაპია.
„ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი ჩვენ. ბევრის რამის გამოცდა გვინდა, ოთხეულები, შემადგენლობა, ტაქტიკური მომზადება. მოწინააღმდეგეც, საკმაოდ ძლიერი გვყვავს და ეს კარგი, შეგნებულად შევარჩიეთ ასე. ამ შემთხვევაში, ბევრი რამ გამოჩნდება, რა მიმართულებით გვაკლია მუშაობა, ვიდრე სიტყვაზე, მალტას, რომ ვეთამაშოთ და 10-0 მოვუგოთ. ვემზადებით სრული დატვირთვით. ბათუშმი, ძალიან კარგ პირობებში ვართ. ერთად-ერთი ისაა ცუდი, რომ გვინდოდა თამაშს გულშემატკივარი დასწრებოდა და ამ რეგიონში ფუტსალის პოპულარიზაცია მომხდარიყო. იმედი გქგქონდა, რომ დარბაზი გაივსებოდა, მაგრამ ასეთი სიტუაცია თუ იქნებოდა და ისევ, შეზღუდვებს დაბრუნდებოდა ყველაფერი, ამას ვერ წარმოვიდგენდით", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
ბათუმში, საქართველოსა და ბელარუსის ფუტსალის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 3-4 სექტემბერს ბათუმის ახალ დარბაზში გაიმართება. ამ თამაშებისთვის ჩვენი ეროვნული ნაკრები ბათუმში გადის შეკრებას.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








