
თბილისის „ლოკომოტივი" და „შევარდენი 1906" „დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის" ½ ფინალში არიან. უკვე ტრადიციადქცეული საახალწლო ტურნირის პირველი, გადატვირთული დღის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, საკლუბო ტურნირის მსგავსად, 14-წლამდელთა შეჯიბრშც გადამწყვეტ დღეს, 14 იანვარს თამაშის უფლება ასევე თბილისურმა კლუბმა „დინამო თბილისმა" მოიპოვა.
პატარა დინამოელებმა, ნახევარფინალამდე, „დ" ჯგუფში, სადაც სამხრეთ ოსეთის, მცხეთა-მთანეთისა და ქვემო ქართლის გუნდებთან ერთად ასპარეზობდნენ, სამივე შეხვედრა მოიგეს და მეორე ჯგუფში გამარჯვებულ, სამეგრელოს რეგიონალურ ნაკრებს შეხვდნენ, რომლებმაც, თავის მხრივ, „გ" ჯგუფში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

მატჩში სადებიუტო გოლი სამეგრელოს ნაკრების ანგარიშზეა. მე-3 წუთზე, დინამოელთა კარის აღება მე-11 ნომერმა ღურწკაიამ მოახერხა. რამდენიმე წამში, დინამოელთა მე-14 ნომერმა ანგარიშის გაქვითვა მოახერხა. თუმცა, კვლავ ღურწკაიას წყალობით, სამეგრელო დაწინაურდა. დინამოელებს ტაიმის მიწურულს, ჰქონდათ, ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა. თუმცა, შეხვედრის ეს მონაკვეთიმ სამეგრელოს გამარჯვებით 1-2 დასრულდა.
მეორე ტაიმის დებიუტში, „დინამომ" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ამ ტაიმში, თბილისელებმა კიდევ 3 გოლი გაიტანეს. სამეგრელოს ნაკრებმა კი 1 და ერთიც ავტოგოლი. მატჩი „დინამოს" გამარჯვებით 6-2 დასრულდა. თბილისელთაგან, გატანილი გოლების ავტორები იობაშვილი, გაფრინდაშვილი, კობახიძე, არჩაია და გეგიაძე (ორჯერ) არიან. თბილისელთა მეტოქე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვალ გაირკვევა. ფინალს კი 14-წლამდელი ფეხბურთელები 14 იანვარს, 16:45 ითამაშებენ.
***
„დავით პეტრიაშვილის სახელობის „ზამთრის თასის" რიგით მეორე გათამაშების პირველ დღეს, ყველაზე ლამაზი გოლი „ლოკომოტივის" მოთამაშის თეიმურაზ შონიას ანგარიშზე იყო, ვიდრე ერთ-ერთ მომდევნო შეხვედრაში უკვე თავად, ლოკომოტიველთა კარში მეკარესთან ზურგით მდგომმა თორნიკე თარხნიშვილმა, ეფექტური თავურით არ გადააგზავნა კარის ბადეში. აქვე, გეტყვით იმასაც, რომ ტურნირის პირველ დღეს, ყველაზე მეტი, 7 გოლი ჯაბა დვალის ანგარიშზეა, თუმცა დვალის ბოლნისის „სიონი" დღეს ¼ ფინალიდან ისე გამოეთიშა ასპარეზობას და პირველი დღის გოლეადორმა მეტის გატანა ვეღარ მოახერხა.

„ზამთრის თასის" საკლუბო ტურნირის პირველი დღის სასტარტო შეხვედრები „გ" ჯგუფში გაიმართა. ამ ჯგუფში, ეროვნული ლიგის მესამე ადგილოსანი „სამტრედია", გორის „დილა", ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ბოლნისის „სიონი" და ეროვნულ ლიგა 2-ში ასული თბილისის „შევარდენი 1906" ასპარეზობდნენ. როგორც ჩანს, ეროვნული ლიგის ზოგიერთი გუნდი, „ზამთრის თასის" გათამაშების დროს, ახალწვეულებისა და ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდას უფრო აქცევს ყურადღებას. ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, როდესაც „გ" ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას „სამტრედიაც" და „დილაც" გამოეთიშნენ. ერთის შეხედვით, ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვედრილმა თბილისის „შევარდენი 1906"-მა კი არა თუ ჯგუფიდან გასვლა, არამედ ½ ფინალში გასვლაც კი მოახერხა, მას შემდეგ რაც ეროვნული ლიგის მეოთხეადგილოსანი „საბურთალო" დაამარცხა 6-3.

მეორე წელია, „ზამთრის თასის" გათამაშებაზე, ახალგაზრდული გუნდით ჩამოდის მარტვილის „მერანიც". ძირითადი გუნდი, რომელსაც ეროვნულ ლიგაში გადმოსვლამდე რამდენიმე წუთი დააკლდა, 2 თებერვალს შეკრებაზე, თურქეთში მიემგზავრება. მარტვილელები თვლიან, რომ „ზამთრის თასის" გათამაშება და მსგავსი ტურნირები, ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდას ხელს უწყობს, თუმცა მომავალში, მხოლოდ მონაწილეობას აღარ დასჯერდებიან და უკვე შედეგზეც იზრუნებენ. მანამდე კი, „მერანმა" „ზამთრის თასის" რიგით მეორე გათამაშებაზე, ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში წააგო და ტურნირს დაემშვიდობა, ისევე, როგორც "დ" ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე „ცხინვალი". მარტვილელთაგან განსხვავებით, „ცხინვალმა", ჯგუფის სამი თამაშიდან 1 მოიგო, 1 წააგო და 1-იც ფრედ ითამაშა. „დ" ჯგუფში ყველაზე მეტი, 12 გოლის გატანა „ლოკომოტივმა" მოახერხა, რომელიც, ჯგუფში დაკავებუი მეორე ადგილით ¼ ფინალში გავიდა. სადაც, „გ" ჯგუფის პირველადგილოსანი, ბოლნისის „სიონი" 6-2 დაამარცხა.

***
13 იანვარს, „ზამთრის თასის" გათამაშებაში, ეროვნული ლიგის „მძიმე არტილერია" "ტორპედო" და "დინამო თბილისი" ჩაერთვება. სათამაშო დღე, „რუსთავი" და ტურნირის პირველი გამარჯვებულის „გაგრის" მატჩით გაიხსნება. თუმცა, რა შემადგენლობით ითამაშებს „გაგრა" რომელმაც 8 იანვარს, 4 ფეხბურთელის გარდა, მთელი შემადგენლობა დაითხოვა და ახალგაზრდა ფეხბურთელების იმედადაა, უცნობია. ამ ჯგუფში, მომდევნო შეხვედრას, საქრათველოს ჩემპიონი, ქუთაისის „ტორპედო", „თელავის" წინააღმდეგ გამართავს. „ა" ჯგუფის მატჩები 10:00-დან დაიწყება.
14:30 წუთიდან კი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, „დინამო თბილისი", „ნორჩ დინამოს" დაუპირისპრდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „დინამო თბილისი" ამ ტურნირზე რამდენიმე ძირითადი მოთამაშის გარეშე იასპარეზებს. აქვე შეგახსენებთ, რომ „ზამთრის თასის" შარშანდელ გათამაშების ფინალში, „გაგრამ", სწორედ „დინამო" დაამარცხა. მაშინდელი „დინამოს" შემადგენლობაში კი ბაჩანა არაბული, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძეც თამაშობდნენ. „ბ" ჯგუფში, დინამოების გარდა „ვიტ ჯორჯია" და ფოთის „კოლხეთი 1913" ითამაშებენ.
სფფ-ს ფოტოები







ჩვენ








