17-წლამდე ნაკრები ხვალ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს
17-წლამდე ნაკრები ხვალ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს
29.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ხვალ, „ბანიკოვის მემორიალის" რიგით, მე-17 მე-3 ადგილისთვის იბრძოლებს. ქართველი ფეხბურთელები ბულგარეთის ნაკრებს შეხვდებიან. ბულგარელებმა, დღეს, A ჯგუფში, პირველი ადგილისთვის ბძროლა, ტურნირის მასპინძლებთან, უკრაინის 17-წლამდეთა ნაკრებთან დათმეს და შესაბამისად, ტურნირის ფინალიურ დღეს, მე-3-4 ადგილებისთვის სწორედ, გიორგიო ჩიტაურის გუნდს დაუპირისპირდებიან.


ტურნირის დებულების თანახმად, ორ ჯგუფში წრიული სისტემით ჩატარებული თამაშების შემდეგ,  სატურნირო ცხრილში 1, 2, 3 და 4 ადგილზე გასული გუნდები მეორე ჯგუფში, იდენტურ ადგილზე გასულ გუნდებს ხვდებიან.




საქართველოს 17-წლამდე ნაკრები კი, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სლოვაკეთის დაუპირისპირდა და 2-0 გაიმარჯვა.  ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან, ორივე გოლი, „დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელებმა გაიტანეს. 23-ე წუთზე ანგარიში გაბრიელ სიგუამ გახსნა, 75-ე წუთზე კი, ლუკა პარკაძემ ტურნირზე მორიგი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში საერთო ჯამში 10 დინამოელია გამოძახებული. დღევანდელ შეხვადრაში კი, სასტარტო შემადგენლობიდან ხუთმა დაიწყო თამაში.





შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის 2 შეხვედრა მოიგო და „ბანიკოვის მემორიალის" სასტარტო მატჩში, თურქეთის ნაკრებტან 9-წუთში წაგებული თამაშის გამო, მხოლოდ მე-2 ადგილზე გავიდა.


თურქეთმა დღეს, უზბეკეთთან 3-2 წააგო და საქართველოს ნაკრებს, სწორედ, სასტარტო თამაშში მოგებული ურთიერთდაპირისპირების ხარჯზე გადაასწრო. ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ხვალ, მთავარი ტროფეისთვის უკრაინის 17-წლამდე ნაკრებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი, მემორიალის ჯერ კიდევ მოქმედი გამარჯვებულია. მანამდე კი, 2 წელი ზედიზედ, „ბანიკოვის თასის" მფლობელი საქართველოს ნაკრები იყო.





ასევე იხილეთ:

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უზბეკეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრები ტრადიციულ ტურნირზე მიემგზავრება





უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ფოტოები