31 აგვისტოს ფიბა-ს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაა
31 აგვისტოს ფიბა-ს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაა
29.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორ დღეში, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 14:00 საათზე, შვეიცარიის დაბა მიესში მდებარე "კალათბურთის სახლში", მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართება. საქართველო, ევროპის 31 ქვეყანასთან ერტად, აღნიშნული ტურნირის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება. საერთო ჯამში, ევროპის 32 წარმომადგენელი, 8 ჯგუფში გადანაწილდება.


ევროპის 32 წარმომადგენელს შორის, 24 ქვეყანა, 2022 წელს ფიბა-ს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურნირში მონაწილეობს, რომლის ერთ-ერთ ჯგუფსაც თბილისი მასპინძლობს. დანარჩენი 8 გუნდი (ლოვაკეთი, ლატვია, მონტენეგრო, ბელარუსი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია და შვედეთი), აგვისტოში გამართული წინასაკვალიფიკაციო ტურნირზე გამოვლინდა.





ტურნირის დებულების თანახმად, ევროპის ზონიდან, მომდევნო ეტაპაზე 8 ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო გავა. მომდევნო ეტაპზე დარჩენილი 24 გუნდი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის: A ჯგუფის სამეულს დაემატება B ჯგუფის სამეული, C ჯგუფისას D ჯგუფის,  E ჯგუფისას  F ჯგუფის სამეული და G ჯგუფის სამეული H ჯგუფის სამეულთან ითამაშებს.


აღსანიშნავია, რომ ახალ ჯგუფებში, პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები აღარ შეხვდებიან ერთმანეთს და მათ, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები, მომდევნო ეტაპზეც გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა მოუწევს. თითო გუნდი 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო  შედეგის მქონდე 12 გუნდი მოიპოვებს.


ისევე, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებისას (საიდანაც, საქართველოს ნაკრებს გასასვლელად, სულ მცირედი დააკლდა), ამჯერადაც, შესაჩევი ეტაპი 2021 და 2022 წლებსი, ფიბა-ს მიერ გამოყოფილ 3-3 ფანჯარაში ითამაშებენ. შესაბამისად, ცნობილია სათამაშო ფანჯრის თარიღებიც:


პირველი ეტაპი

2021 წლის 22-30 ნოემბერი

2022 წლის  21 თებერვალი - 1 მარტი

2022 წლის 27 ივნისი - 5 ივლისი


მეორე ეტაპი

2022 წლის 22-30 აგვისტო

2022 წლის 7-15 ნოემბერი

2023 წლის 20-28 თებერვალი


ასევე იხილეთ ბმული