17-წლამდე ნაკრები მეოთხე ადგილს დასჯერდა
17-წლამდე ნაკრები მეოთხე ადგილს დასჯერდა
30.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, უკრაინული ფეხბურთის ლეგენდის, „ვიქტორ ბანიკოვის მემორიალის" 2021 წლის გათამაშებაში მე-4 ადგილი დაიკავა.


გიორგი ჩიტაურის გუნდმა, დღეს, ტურნირის ბოლო შეხევდრა გამართა ბულგარეთის 17-წლამდე ნაკრებთან და სამწუხაროდ,  მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. დასანანია ის გარემოებაც, რომ ჩვენების კარში, ეს ერთადერთი ბურთი, ბულგარელებმა შეხვედრის მე-2 წუთზევე გაიტანეს. ამის შემდეგ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა. მატჩის მიწურულს კი, როგორც სჩანს, ცოტა დაღლილობამაც თავისი ქნა, ბულგარელები ფიზიკურად ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები და დღევანდელ შეხვედრაში, სწრაფი გოლის ეფექტმაც, სწორედ ამ მონაკვეთში შეახსენა ჩვენებს თავი. ასე თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩი დათმო.




„ბანიკოვის მემორიალის" ფინალში კი, რომელშიც ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი უკრაინისა და თურქეთის 17-წლამდე ნაკრები გუნდები, უკვე, მეორე წელია ზედიზედ დაუპირისპირდნენ, კვლავ თურქების წარმატებით დასრულდა. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც უფრო ზუსტები თურქები აღმოჩდნენ და 4-5 გაიმარჯვეს. ალბათ, აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირის მოგება, თუქრეთის 17-წლამდე ნაკრებმა, 30 აგვისტოს მოახერხა, როდესაც ქვეყანა გამარჯვების დღეს აღნიშნავს.




ასევე იხილეთ:

საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრები ტრადიციულ ტურნირზე მიემგზავრება

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უზბეკეთის ნაკრები დაამარცხა

17-წლამდე ნაკრები ხვალ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

 

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ფოტოები