
ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიურ თამაშებზე, დღეს, 30 აგვისტოს, აქრათველოს გუნდის ორმა წარმოადენელმა 2 სახეობაში იასპარეზა.
თავდაპირველად, ძალები აკაკი ჯინჭარაძემ სცადა. პარაწოლჭიმელი +107 კგ წონით კატეგირიაში ასპარეზობდა. ქართველმა,სამი ცდიდან სამივე გამოიყენა და 221 კგ-ს დაძლევა მოახერხა, თუმცა, ეს ოლიმპიურ თამაშებზე, სამწუხაროდ, მხოლოდ მეოთხე შედეგი გამოდა. პირველ ადგილზე კი, მონღოლი პარაწოლჭიმელი გავიდა, რომელმაც 245 კგ აწევია.
ოდნავ მოგვიანებით, არ გაუმრათლა პარამსროლელ ლადო ჭინჭარაულსაც. პნევმატური შაშხანით 10 მეტრზე სროლაში 625.6 ქულა დააგროვა და მე-18 პოზიციაზე გავიდა, თუმცა, ეს შედეგი, ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად (8 საუკეთესო შედეგი გადიოდა) საკმარისი არ აღმოჩნდა.
აქვე გეტყვით, პარალიმპიური თამაშებზე იმ ქართველი სპორტსმენების გრაფიკს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ შანსი, ტოკიოში მედლების მოსაპოვებლად:
1 სექტემბერი
პარასროლა - ლადო ჭინჭარაული 10 მეტრზე პნევმატული შაშხანით (დახლზე დაყრდნობით) სროლა
პარაცურვა / 100 მეტრი, ბრასი / - ნიკა თვაური
პარამძლეოსნობაში / სიგრძეზე ხტომაში - დავით ქავთარაძე CP (cerebral palsy) კატეგორია
4 სექტემბერი
პარასროლა - ლადო ჭინჭარაული - R9 კატგოიაში, 50 მეტრზე სროლა





ჩვენ








