
ნიონში, ფუტსალში, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატსი შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მე-5 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენების მეტოქეები რუსეთი, სლოვაკეთი, რუმინეთის გუნდები იქნებიან. თამაშები 2022 წლის 15-20 მარტს გაიმართება. ჯგუფის მასპინძელი კი, რუმინეთი იქნება.
წილისყრის შედეგად, საერთო ჯამში 7 ჯგუფი შედგა. სწორედ, ამ ჯგუფების ამარჯვებულები მოიპოვებენ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას, რომელიც ესპანეთში გაიმართება. სწორედ, ამ 7 გუნდს, დაემატება ესპანეთის 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები, რომელიც ბუნებრივია, საკვალიფიკაციო ეტაპზე არ მონაწილეობს.
შესარჩევი ეტაპების ყველა ჯგუფი:
წინასაკვალიფიკაციო ეტაპი: (2-7 ნოემბერი, 2021)
ჯგუფი A: ანდორა, სან მარინო (მასპინძელი), ესტონეთი, უელსი
ჯგუფი B: ჩრდ. მაკედონია, მონტენეგრო, გიბრალტარი (მასპინძელი)
ამ ეტაპის გამარჯვებულები უკვე 2022 წლის 15-20 მარტს ძირითადი შესარჩევი ეტაპის ორ ჯგუფს დაემატებიან.
ძირითადი ე.წ. Main-round-ი (15-20 მარტი, 2022)
ჯგუფი 1: ნიდერლანდები, თურქეთი (მასპინძელი), იტალია და B ჯგუფის გამარჯვებული
ჯგუფი 2: პორტუგალია (მასპინძელი) ჩეხეთი, კვიპროსი, საბერძნეთი
ჯგუფი 3: სლოვენია, საფრანგეთი, უნგრეთი, სერბეთი (მასპინძელი)
ჯგუფი 4: პოლონეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ფინეთი (მასპინძელი) ყაზახეთი
ჯგუფი 5: რუსეტი, სლოვაკეთი, რუმინეთი (მასპინძელი) საქართველო
ჯგუფი 6: უკრაინა (მასპინძელი), ბელგია, მოლდოვა და A ჯგუფის გამარჯვებული
ჯგუფი 7: ხორვატია (მასპინძელი), ბელარუსი, ლატვია, აზერბაიჯანი
საერთო ჯამში, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის, ესპანეთის ჩათვლით ბრძოლას 34 ქვეყანა დაიწყებს. 19-წლამდე გინდებში თამაშის უფლება, უეფა-ს რეგულაციის მიხედვით, ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები, 2002 წლის 1 იანვრის შემდეგ უნდა იყვნენ დაბადებულნი.





ჩვენ








