საქართველოს ნაკრები G ჯგუფში თამაშობს
საქართველოს ნაკრები G ჯგუფში თამაშობს
31.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, შვეიცარიაში, ფიბა-ს სახლში გამართული წილისყრის შემდეგ, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპული კვოტებისთვის საბრძოლველად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები G  ჯგუფში მოხვდა. წინასწარი განთესვის შემდეგ, რომელიც ამ მომენტისთვის არსებული კოეფიციენტების დათვლით მოხდვა, ჩვენი გუნდი 8-დან მე-5 კალათში იყო განთესილი.


ფიბა-ს წლისყრის ახალი ფორმატის მიხედვით კი, საქართველოს ნაკრები A, C, E, G ჯგუფებიდან, ერთ-ერთში მოხვებოდა. მე-5 კალათიდან, ყველაზე ბოლოს, საქართველო ამოიღეს და შესაბამისად, ზემოთხსენებული დარჩენილი ჯგუფებიდან, სწორედ G გვერგო, სადაც 2 მეტოქე, ესპანეთი და უკრაინა უკვე ცნობილი იყო. ბოლოს, კი ჩვენს ჯგუფში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები „ჩაჯდა". შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს, 2021 წლის 20-30 ნოემბერს, ფიბა-ს პირველი ფანჯრის დროს, სწორედ ამ გუნდებთან მოუწევს, პირველი ორი შეხვედრის გამართვა. თუმცა, კონკრეტული კალენდარი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.




ფიბა-ს 2023 წლის ჩემპიონატის ევროპის შესარჩევი ზონა:

A ჯგუფი: სერბეთი, სლოვაკეთი, ბელგია, ლატვია

B ჯგუფი: ბელარუსი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, თურქეთი

C ჯგუფი: ხორვატია, შვედეთი, ფინეთი, სლოვენია

D ჯგუფი: ისრაელი, გერმანია, ესტონეთი, პოლონეთი

E ჯგუფი: საფრანგეთი, პორტუგალია, უნგრეთი, მონტენეგრო

F ჯგუფი: ბოსნია და ჰერცოგოვინა, ლიეტუვა, ბულგარეთი, ჩეხეთი

G ჯგუფი: საქართველო, ჩრდ. ნაკედონია, ესპანეთი, უკრაინა

H ჯგუფი: რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია, იტალია


ამ მომენტისთვის ასევე ცნობილია პირველი შესარჩევი ეტაპის მომდევნო 2 ფანჯრის თარიღებიც:


II ფანჯარა: 2022 წლის  21 თებერვალი - 1 მარტი

III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი - 5 ივლისი


ამის შემდეგ, კიდევ უფრო საინტერესო მომენტი დგება, რადგან სწორედ, მეორე შესარჩევი ეტაპის შემდეგ გახდება იმ 12 გუნდის ვინაობა ცნობილი, რომლებიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.


მაშ ასე, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, 8 ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე აგრძელებს ასპარეზობას, ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში. შესაბამისად A ჯგუფი შეხვდება B ჯგუფის გუნდებს, C ხვდება D-ს,  E ჯგუფი F-ს და  G ჯგუფი, სადაც საქართველო მოხვდა წილისყრის შემდეგ H ჯგუფის სამეულს (რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია, იტალია) დაეჯახება. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ყველა გუნდს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგი გადაჰყვება, შესაბამისად, გუნდებს, რომლებიც პირველ ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს, მეორე საკვალიფიკაციო შესარჩევ ეტაპზე და შესაბამისად ფიბას IV, V  და VI ფანჯრებში ერთმანეთს აღარ შეხვდებიან. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებსაც სახლი-გასვლის პრინციპით, სწორედ, ქვემოთ მოცემულ შუალედში მოუწევს კიდევ, საერთო ჯამში 6 მატჩი.


IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო

V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი

VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი


ფინალურ ეტაპზე, 4 ჯგუფიდან, საბოლოოდ 12 გუნდი, ანუ ჯგუფიდან 3 -3 გუნდი იასპარეზებს. ფიბა-ს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში  იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე ჩატარდება.


ფოტო: @FIBA