ახალი შანსი და იმედები - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ჯგუფი ცნობილია
ახალი შანსი და იმედები - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ჯგუფი ცნობილია
31.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ჯერ მხოლოდ შანსი, მაგრამ კარგი შანსი ეძლევა, პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ითამაშოს. რამდენიმე საათის წინ, ფიბა-ს სახლში დასრულებული წილისყრის შემდეგ, ვიცით, რომ 2021 წლის ნოემბრიდან, ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად გრძელ გზაზე გავა და საწყის ეტაპზე, 2-2 მატჩში, საერთო ჯამში კი, 6 თამაშის შემდეგ, შეეცდება ჯგუფში (G ჯგუფი: საქართველო, ჩრდ. ნაკედონია, ესპანეთი, უკრაინა) სამეულშიც მოხვდეს და თან დადებითი ბალანსით, რაც უკვე მეორე ეტაპზე ( ჩვენი ჯგუფის სამეული H ჯგუფის (რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია, იტალია) სამეულს ხვდება) წარმატების გარანტიას გაგვიზრდის.


წილისყრის შემდეგ, სწორედ შექმნილ ვითარებაზე ვთხოვეთ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, პაატა გურასპაულს კომენტარი გაეკეთებინა.


„უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ გამომდინარე საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო წლების შედეგებიდან და პოტენციალიდან, ჩვენს გუნდს, ნამდვილად ხელეწიფება, რომ პირველად, თავის ისტორიაში, მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. რაც შეეხება წილისყრის შედეგებს, ვფიქრობ, რომ ნორმალური ჯგუფი შეგვხდა", - ამბობს პაატა გურასპაული


პაატა გურასპაულის აზრით, ესპანეთი ნაკრები, რომელთანაც ჩვენ თბილისში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში გვიწევს თამაში საკმაოდ უხერხული მეტოქეა. თუმცა, არის ერთი გარემოება გასათვალისწინებელი.


„ესპანეთის ნაკრებს, რომელსაც აუცილებლად მოუწევს, თაობათა ცვლის პროცესი, ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას ან ნაკრებთან „თამაშის", მითუმეტეს სახლში. უკრაინელებთან, ჩვენ ძველი ნაცნობობა და ასე ვთქვათ, მეგობრობა გვაკავშირებს მოედანზეც და ის მწარე დამარცხებაც გვახსოვს (ლაპარაკია, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე, რომლის გამოც საქართველო ჯგუფში ჩარჩა - სარედაქციო). თუმცა, მაინც ვთვლი, რომ უკრაინელებთან მოგებაზე შეგვიძლია ვიფიქროთ, გარეთაც და სახლშიც", - ამბობს პაატა გურასპაული.


მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიელები არ მიიჩნევიან ჯგუფის ფავორიტებად და წილისყრაზეც შესაბამისი კალათიდან მოუხდათ ჯგუფებზე დამატება, 2020 წლის ნოემბრის შემდეგ, თავად ამ ქვეყნის სახელი, უხერხულ და მწარე მოგონებებს იწყვევს სპორტის მოყვარულთა შორის. თუმცა, გურასპაული თვლის, რომ ჩრდ. მაკედონია, არ არის ძლიერი კალიბრის გუნდი და მათთან მოგება, ასევე შეეძლება ჩვენს ნაკრებს, როგორც საშინაო, ასევე გასვლით თამაშებზე.


„თუ გავიხსენებთ, წინა მსოფლიო ჩემოონატის საკვალიფიკაციოს, ჩვენ გავედით შემდგომ ეტაპზე, მაგრამ ამ ეტაპზე, იმდენად ცუდი შედეგით შევედით, რომ იქ, უკვე პრაქტიკულად შანსი არ გვგქონდა. ასე, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება, პირველი ეტაპის, ანუ პირველი სამი ფანჯრის შედეგები და ჩვენ, მაქსიმუმს უნდა მივაღწიოთ. ყველა გუნდთან, უნდა მოსაგებად გავიდეთ და შემდგომ ეტაპზეც, მაქსიმალურად დადებითი შედეგით უნდა გადავიდეთ. ასე, ალბათ, უფრო ადვილი იქნება, „ადვილს", ზოგადად ვიძახი, თუკი, მეორე ეტაპზე გასვლისას, ჩვენი შედეგები იქნება, პლიუსი და დამაკმაყოფილებელი. ეს, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ნაკრებს, რომ შემდგომ, უკვე იმ ჯგუფზე, რომელიც უკვე ვიცით და იქ არის, იტალია, რუსეთი, ჰოლანდია და ისლანდია, აი, ამ ჯგუფიდან,  სამს შევხდეთ და დადებით შედეგებზე ვიფიქროთ. ასე, რომ შეიძლება ითქვას, წილისყრის შედეგით, ნამდვილად არ ვართ უკმაყოფილოები და ეს ყველაფერი, კიდევ ერთ სტიმულს გვაძლევს იმისთვის, რომ რაც შეიძლება უკეთესად მოვემზადოთ. ჩვენი ფიქრი, საზრუნავი და გამოწვევა,  არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატია, არამედ, სწორედ, აი, ეს შესარჩევი ციკლიც არის. მითუმეტეს, პირველი 6 თამაში. ასე, რომ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ეროვნულ გუნდს და იმედი მაქვს, რომ პირველად, საკალათბურთო ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, შეძლებს და მოხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე",  - ამბობს გურსაპაული.  


კალათბურთისა და ქართული სპორტის მოყვარულებს, აქვე, შვეახსენებთ, რომ ფიბა ევროპისა და ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატებისთვის მოსამზადებელ ეტაპს, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები პერმანენტულად გადის. სულ ბოლოს, ბერძენმა ნაკრები აგვისტოს დასაწყიში შეკრიბა და 14 აგვისტოს ჩათვლით მორიგი საწვრთნელი შეკრება ჩაატარა.


ასევე იხილეთ: საქართველოს ნაკრები G ჯგუფში თამაშობს

#ფიბა #კალათბურთი #მსოფლიოსშესარჩევი2023