
სანაკრებო და კოვიდ პანდემიით გამოწვეული მორიგი შესვენების დროს, საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" მორიგი ფეხბურთელი დაიმატა. უფრო ზუსტად, საქართველოს ჩემპიონში, ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ, დავით სხირტლაძ დაბრუნდა.
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, დავით სხირტლაძის დაბრუნების შესხებ, ოფიციალურად განაცხადა სახფეხბურთო კლუბმაც. „დინამო თბილისის" ვებ-გვერდის ინფორმაციით, დანიურ „ვიბორგში" ნახევაწლიანი თამაშის შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, კვლავ „დინამო თბილისში" დაბრუნდა. 2020 წლის საფეხბურთო სეზონზე, დავით სხირტლაძემ ჩემპიონ გუნდში, 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ სხირტლაძემ, კარიერის დიდი ნაწილი დანიურ „ორჰუსში" გაატარა. ის, თამაშობდა დანიურ „სილკებორგში", სლოვაკურ „სპარტაკ ტრნავაში", ლატვიურ „რიგასა" და პოლონურ „არკაში".

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, „დინამო თბილისთან", კონტრაქტი, სეზონის ბოლომდე გააფორმა. ამის შემდეგ მხარეები მომავალ თანამშრომლობაზე მოილაპარაკებენ.
რამდენიმე დღეს, სხირტლაძე, უკვე კაცა ცხადაძის ხელმძღვანელობით, გუნდთან ერთად აქტიურად ვარჯიშობს.
აქვე გეტყვით, რომ გუნდთან ერთად, მსუბუქად შეუდგა ვარჯიშს ჯანო ანანიძე. ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს, „დინამო თბილისში" გადმოსვლის შემდეგ, ძველმა ტრავმებმა შეახსენა თავი. ანანიძესაც ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა. თუმცა, ამ მომენტისთვის ჯანო კარგად გრძნობს თავს და „შესვენების" შემდეგ, ის, დიდი ალბათობით, დინამოელთა რიგებში გამოჩნდება.






ჩვენ








