
ანასტასია გუბანოვა, კიდევ ერთი რუსეთში დაბადებული, რუსი ეროვნების მოციგურავეა, რომელიც ახალი სეზონიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს. 18 წლის სპორტსმენი, 2021-2022 წლების სეზონიდან, საქართველოს სახელით, ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში გამოვა. სანქტ-პეტერბურგში დაბადებული გოგონა, ბოლო წლებია მოსკოვში ვარჯიშობს, მოგებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ასაკობრივი ტურნირები, ფიგურული ციგურაობის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში კი, ის ბოლო წლებია, ტრადიციულად 10 საუკეთესოს შორის ხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე წელია საქართველოსა და რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციებს შორის ანასტასიას თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, გუშინ ინსტაგრამზე, ქართული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ცნობას, რუსი მედიის უკმაყოფილება და საკუთარ ფედერაციასთან საქმის გარჩევა მოჰყვა.
აქ გთავაზობთ, ორ წერილს რუსულ პრესაში, რამდენიმე საათიანი შუალედით გამოქვეყნებულს სადაც რუსი ჟურნალისტი ერთი და იგივე პიროვნებების კომენტარს, სხვადასხვა ინტერპრეტაციით აქვეყნებს.
![]() |
![]() |
ჩვენი დავუკავშირდით ქართულ მხარეს და ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს, მაკა გიორგობიანს ვკითხეთ აღნიშნულის შესახებ. როგორც ირკვევა, ანასტას საქართველოში გამოშვების თაობაზე, მხარეებმა 2020 წელს მოილაპარაკეს. დიდი ალბათობით, რუსული მედიისთვის და იქაური ფედერაციის ზოგიერთი თანამშრომლისთვის მოულოდნელი რუსეთიდან კიდევ ერთი სპორტსმენის იტალიაში გადასვლა იყო. თუმცა, რუსულმა მედიამ ორივე სპორტსმენი ერთ კონტექსტში მოიხსენია და რეალური ვითარების ან გარკვევას არ შეეცადა, ან უკვე გარკვეულის შესახებ, ფართო საზოგადების წინაშე დაწერას.





ჩვენ










