
კოსოვოსთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს საბა ლობჟანიძე. ცნობა, ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნა. „ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, საბა ლობჟანიძე გამოტოვებს", - აღნიშნულია ფედერაციის ინფორმაციაში.
ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენად სერიოზულია ლობჟანიძის ტრავმა და მოახერხებს თუ არა საბა, ნაკრებთან ერთად სექტემბრის დარჩენილ ორ თამაშში მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრებმა დღეს, ბათუმი არენაზე, 2 სექტემბრის მატჩამდე ბოლოჯერ ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი, 30 აგვისტოდან შეიკრიბა და ძირითადად, ფოთის „ფაზისის" ახალ სტადიონზე ვარჯიშობდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩამდე, ერთ დღით ადრე კი, ვილის სანიოლის გუნდმა ბათუმის ახალ სტადიონზე, 25 ფეხბურთელი ერთი საათის მანძილზე ავარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 სექტემბერს, საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 20:00 საათზე დაიწყება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეზღუდული იყო, მატჩზე მომუშავე მედიის რაოდენობაც. გეტყვით იმასაც, რომ ხვალ ბათუმში მთელი დღის მანძილზე წვიმაა ნავარაუდევი.





ჩვენ








