ევრობასკეტ 2022-სთვის საქართველოში საკოლექციო მონეტა მოიჭრება
ევრობასკეტ 2022-სთვის საქართველოში საკოლექციო მონეტა მოიჭრება
02.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური თამაშების დაწყებამდე, ზუსტად ერთი წელი რჩება. ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსანტებმა კი ევრობასკეტ 2022-ის ეროვნული ვალუტის საკოლექციო მონეტის დიზაინი უნდა დაამზადონ. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით საკოლექციო მონეტა, 5 ლარის ნომინალის იქნება.


გამომდინარე იქიდან, რომ კონკურსი არის ღია, მასში, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც ფიზიკურ (რეზიდენტი/არარეზიდენტი), ასევე იურიდიულ (რეზიდენტი/არარეზიდენტი) პირს, რომლებიც საკონკურსო პირობებს დააკმაყოფილებენ და დადგენილ ვადებში წარადგენენ დიზაინის ესკიზებს.


ეროვნულ ბანკში, საკონკურსო მასალები მიიღება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით 2021 წლის 20 აგვისტოდან 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.


კომისია, საკონკურსო ესკიზებს განიხილავს და გამარჯვებულ ესკიზებს, არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა გამოავლენს.


კონკურსში გამარჯვებული ესკიზისთვის განსაზღვრულია ფულადი ჯილდო, მონეტის თითო მხარის დიზაინისთვის 2000 (ორი ათასი) ლარია, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მოსაკრებლის (მათ შორის საპენსიო) ჩათვლით.


კონკურსის პირობები