ტატა მატვეევა საკლუბო კარიერას უკრაინულ „კრივბასში“ აგრძელებს
ტატა მატვეევა საკლუბო კარიერას უკრაინულ „კრივბასში“ აგრძელებს
02.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ტატა მატვეევა, საფეხბურთო კარიერას ურაინულ „კრივბასის" ქალთა გუნდში გააგრძელებს. მატვეევა კლუბთან, ამ ეტაპზე ერთწლიან კონტრაქტს აფორმებს.


ახალ გუნდთან ერთად მატვეევა უკვე, მეორე დღეა ვარჯიშობს. მისი გუნდი უახლოეს დღეებში, 5 სექტემბერს, უკრაინის ქალთა ჩემპიონატის მე-5 კალენდარულ შეხვედრას გამართავს. ამ მომენტისთვის ტატას ახალი კლუბი, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.


 „ჯერ სატრანსფერო საბუთები მზადდება და ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, რაც სფფ-დან აღნიშნულ საბუთებს გადმოაგზავნიან, მეცოდინება, როდის მექნება აქ თამაშის უფლება", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში ტატა მატვეევა. ჩვენი ინფორმაციით, სტატიის გამოქვეყნებამდე ეს ფორმალობაც უკვე მოგვარებულია. ასე, რომ ახლა ჯერი უკრაინულ კლუბზეა, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს, ტატას ოფიციალურ რეგისტრაციას, მით მალე ვიხილავთ ჩვენიანს, უკრაინულ ჩემპიონატში.


შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გამგზავრებამდე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ტატა მატვეევა საქართველოს ჩემპიონი პირველად, 2020 წლის სეზონზე თბილისის „ნიკესთან" ერთად გახდა. 2021-2022 წლების სეზონზე კი ამ გუნდის სახელით ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ითამაშა. წლების მანძილზე მატვეევა თურქეთის, ნორვეგიისა და ესპანეთის ქალთა მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატებზე სხვადასხვა გუნდის ღირსებას იცავდა.