ფიგურულმა მოციგურავეებმა სეზონი იუნიორთა გრან პრის ეტაპებით გახსნეს
ფიგურულმა მოციგურავეებმა სეზონი იუნიორთა გრან პრის ეტაპებით გახსნეს
03.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფიგურული მოციგურავეები, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, იუნიორთა შორის გრან პრის მესამე ეტაპის მესამეადგილოსნები არიან. ქართულმა სპორტულმა წყვილმა, სლოვაკეთში მიმდინარე ეტაპზე, წლის სადებიუტო გამოსვლის შემდეგ, მოკლე პროგრამაში, ჯამური 57,64 ქულა დააგროვა და 8 ქყვეყნის 11 წარმომადგენელს შორის, მესამე პოიზიცა დაიკავა.


ხვალ, 3 სექტემბერს, ჩვენები, უკვე თავისუფალი პროგრამით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე და საბოლოოდ, ეტაპის საპრიზო სამ ადგილსაც ამავე დღეს, ამ მომენტისთვის, პირველ ორ ადგილზე მყოფ, რუსეთის 2 წყვილთან გაითამაშებენ.


ქალაქ კოშიცეში შედგება, სპორტულ ცეკვებში ასევე ახალბედა  წყვილის, იულია ბითაძე-ლებედავასა   და დიმიტრი პარხომენკოს დებიუტიც. ჩვენები, იუნიორთა შორის გრან პრის სლოვაკურ ეტაპზე ახალი პროგრამით გამოვლენ.


„ორივე წყვილისთვის, გრან პრის ეს ეტაპ სადებიუტოა ახალ სეზონზე, სადაც ისინი წარმოადგენენ თავიანთ  ახალ პროგრამებს. თითქმის 1 წელზე მეტი პაუზის მიუხედავად და  სტარტების  არარსებობისა, ქართველმა მოციგურავეებმა ლუკა  ბერულავამ და  იულია ბითაძე -ლებედევამ, თავიანთ ახალ მეწყვილეებთან, მწვრთნელებთან და ფედერაციასთან ერთად,  საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გასწიეს ახალი სეზონისათვის მზადებსი პროცესში და ვფიქრობთ, მათთვის პირველ სტარტზე, სლოვაკეთში, ისინი საინტერესოდ წარმოადგენენ სეზონის ახალ პროგრამებს. გულწრფელად ვუსურვებ ჩვენ ორ ახალ წყვილს წარმატებულ გამოსვლასა და შედეგიან დებიუტს", - ამბობს, მარიამ გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.




დღევანდელ ეტაპამსე, იუნიორთა გრან პრის გათამაშებამ, სტარტი 18 აგვისტოს, საფრანგეთში, ქალაქ კურშევალში აიღო. პირველ ეტაპზე, ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში იასპარეზა ალინა ურუშაძემ, რომელმაც, საბოლოოდ, ჯამური  142.88  ქულით, 22 სპორტსმენს შორის, მე- 7  შედეგით  დაასრულა ასპარეზობა. ეტაპზე სადაც 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ჩვენიანს, მხოლოდ აშშ-ს, კანადის, კორეისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა გადაასწრეს.



კარინა საფინა და ლუკა ბერულავას გამოსვლა

ალინა ურუშაძის გამოსვლა