ეროვნული ნაკრები ესპანეთში კიტეს გარეშე გაემგზავრება
ეროვნული ნაკრები ესპანეთში კიტეს გარეშე გაემგზავრება
03.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოთარ კიტეიშვილი სექტემბრის ფანჯრის დროს დარჩენილ ორ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვეღარ დაეხმარება. ფეხბურთელი, გუშინ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მეოთხე საკვალიფიკაციო მატჩის დაწყებიდან 12 წუთში იძულებული იყო შეცვლა ეთხოვა. სამწუხაროდ, კიტეს ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთის შეხედვით ჩანდა და ფეხბურთელს შეკრების დატოვება მოუხდა. ის, ავსტრიაში მიემგზავრება და უკვე იქ, კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი, ტრავმის სერიოზულობაც და ისიც, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს ფეხბურთელი მინდორზე დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსული კიტე, თავდაპირველად ინდივიდუალურად ემზადებოდა და ნაკრებთან ერთად, მხოლოდ მატჩის წინა დღეს ივარჯიაშა.


საქართველოს ეროვნული ნაკრები კი, დღეს ესპანეთში გაემგზავრება, სადაც 5 სექტემებერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მე-5 კალენდარულ ტურში ესპანეთის ნაკრებს შეხვდერა, რომელმაც გუშინ, შვედეთში 2-1 დამარცხდა. ასე, რომ ბადახოსაში ორივე ნაკრებს მარცხისშემდგომი სტრესის დაძლევა მოუწევს.


როიტერის ცნობით კი, სოფიაში, ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩს გულშემატკივარი არ დაესწრება. გადაწყვეტილება ბულგარეთის მთავრობა კოვიდ ვითარებისა და დამძიმებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მიიღო, შესაბამისად 7 სექტემბრიდან, ბულგარეთის მთელს ტერიტორიაზე მთელი რიგი შეზღუდვები ამოქმედდება, მათ შორის გადაწყვეტილია, რომ სპორტული ღინისძიებები, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.



სფფ-ს ფოტო