
„ნორჩი დინამო", „ვიტ ჯორჯია" და საბურთალოს 14-წლამდელები ეს ის სამი გუნდია, რომლებიც „ზამთრის თასის" მეორე საასპარეზო დღეს, მომდაევნო ეტაპზე გადავიდნენ. ხვალ, კვირას, 14 იანვარს მათ სხვა თბილისურ კლუბებთან მოუწევთ საუკეთესოს გამოვლენა. „დავით პეტრიაშვილის ზათრის თასის" მეორე საასპარეზო დღე კი „ა" ჯგუფის თამაშებით დაიწყო. შეგახსენებთ, ამ ჯგუფში „რუსთავი", „თელავი", „გაგრა" და ქუთაისის „ტორპედო" ასპარეზობდნენ. პირველ შეხვედრაში „რუსთავი" „გაგრასთან" 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩი მათი სასურველი ანგარიშით - 4:3 დაასრულეს. დაძაბული იყო, „თელავისა" და „რუსთავის"დაპირისპირებაც, რომელშიც რუსთაველებმა მინიმალური ანგარიშით 3-2 გაიმარჯვეს. „ზამთის თასის" გათამაშებაში, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „რუსთავმა" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის „ტორპედოს" 6-1 გაანადგურა. თუმცა, ეს მინი-ფეხბურთია და „ტორპედო" რომელსაც როინ კვასხვაძე და გრიგოლ დოლიძე აკლდნენ, ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც გაზაფხულზე განახლდება, ამ თამაშისთვისაც აიღებს რევანშს. „ა"ჯგუფიდან, კი მომდევნო ეტაპზე, „რუსთავი" და „თელავი" გავიდნენ.

მომდევნო და ბოლო ჯგუფური შეხვედრები, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 14:30 დაიწყო. ერთმანეთს „დინამო თბილისი" და „ნორჩი დინამო" შეხვდნენ. ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა, „ზამთრის თასის" გათამაშებაზე ის ფეხბურთელები გამოსცადა, რომლებიც მომდევნო ეროვნულ ჩემპიონატში გუნდის „ოქროს თადარიგია", (ძირითდად 16-18 წლის ფეხბურთელებით იყო გუნდი დაკომპლექტებული). მთავარი გუნდიდან, მხოლოდ ოთო გოშაძემ, გიორგი კუციამ და ამ ტურნირზე გუნდის კაპიტანმა ლაშა ქოჩლაძემ იასპარეზეს. დინამოელთა დიდი ნაწილი მინი-ფეხბურთის წესებს, პრაკტიკაში თამაშ-თამაშ ეცნობოდა. შესაძლოა, ამიტომაც, გუნდმა მხოლოდ ბოლო თამაშში, ფოთის „კოლხეთი 1913"-თან მოახერხა თამაშის დალაგება და ამ ტურნირზე ყველაზე რეკორდული ანგარიშით, 10-5 მოიგო. თუმცა, პირველ 2 შეხვედრაში განცდილი მარცხის გამო, „დინამომ" ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. აი, „ნორჩმა დინამომ" კი რომლის საშუალო ასაკი 30-35 წელი იყო, ჯგუფში, ყველა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილით ¼ ფინალში გავიდა. ჯგუფიდან, მეორე, მომდევნო ეტაპზე „ვიტ ჯორჯია" გავიდა.

¼ ფინალში, რომელიც ამ საასპარეზო დღის ბოლოს გაიმართა, ერთმანეთს, „რუსთავი" და „ვიტ-ჯორჯია" და „ნორჩი დინამო" და „თელავი" დაუპირისპირდნენ. მეორე საასპარეზო დღის ¼ ფინალლების შემდეგ, პლეი-ოფის მომდევნო ეტაპზე „ვიტ ჯორჯია" და „ნორჩი დინამო" გავიდნენ. აი, ეროვნული ლიგის გუნდებიდან, კი „ზამთრის თასის" ფინალში, მხოლოდ თბილისის „ლოკომოტივი" დარჩა.
½ ფინალები, რომელშიც, „ლოკომოტივი" - „ვიტ ჯორჯიას", ხოლო „შევარდენი 1906" - „ნორჩ დინამოს" დაუწყვილდა. მატჩები, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ხვალ, დილის 10 საათიდან დაიწყება.

პირველი საასპარეზო დღის მსგავსად, საკლუბო ტურნირის პარალელურად, თბილისის ოლიმპიურ სასახლის პატარა დარბაზში, 14-წლამდე ფეხბურთელთა შორის „ა" და „ბ" ჯგუფის მატჩები გაიმართა. ნახევარფინალში გასული გუნდები, ერთმანეთს, ცენტრალურ დარბაზში დაუპირისპირდნენ. „ა" ჯგუფი გამარჯვებული სფფ-ის აკადემიის გუნდი, ფინალში გასასვლელად, „ბ" ჯგუფის გამარჯვებულს, თბილისის „საბურთალოს" შეხვდა. „საბურთალომ" ½ შეხვდერა უკეთესად ჩაატარა და „სფფ აკადემია" ანგარიშით 5-3 დაამარცხა. ახლა, „ზამთრის თასის" ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 14 იანვარს, 16:45 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება „საბურთალო" „დინამო თბილისს" დაუპირისპირდება.





ჩვენ








