სლოვაკეთში, დღეს ფიგურილი ციგურაობის გრან-პრის მესამე ეტაპი დასრულდა
სლოვაკეთში, დღეს ფიგურილი ციგურაობის გრან-პრის მესამე ეტაპი დასრულდა
04.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ჩელიაბინსკში დაბადებულმა კარინამ და მოსკოვშო დაბადებულმა ლუკამ",  როგორც მათ ტურნირის კომენტატორები მოიხსენიებენ და რომლებიც საქართველოს სახელით, თანაც საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ ფიცურული ციგურაობის უინიორთა გრან პრის სლოვაკურ ეტაპზე, თავისუფალ პრორამაში მოახერხეს და პირველი ორი ადგილისთვის მებრძოლი რუსული წყვილების დავაში ჩაერივნენ. მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს წარმომადგენლები, 57,64 ქულით მესამე პოზიციაზე იყვნენ.  თავისუფალ პროგრამაში კი, კარინა საფინამ და ლუკა ბერილავამ, 110.62 ქულა დააგროვეს და სპორტულ წყვილთა შორის, ეტაპის გამარჯვებულს სულ რამდენიმე მეთასედით ჩამორჩნენ. თუმცა, საერთო ჯამში, ქალაქ კოშიცეში გამართულ ეტაპზე მეორე ადგილის დაკავება და ვერცხლის მელდების მოგება მოახერხეს. საინტერესოა, რომ ეტაპის დაწყებამდე, ფავორიტად მიჩნეულმა მე-3 რუსულმა წყვილმა, საბოლოოდ მხოლოდ, მე-5 შედეგი აჩვენა და ჩვენებსაც, გვარიანად ჩამორჩა.


თავისუფალი პროგრამა - იხილეთ ვიდეო



გუშინვე, ასპარეზობაში, ჩაება სპორტულ ცეკვებში მონაწილე კიდევ ერთი ქართული წყვილი  იულია ბითაძე-ლებედავა და დიმიტრი პარხომენკო. აღნიშნულ ტურნირზე, მათი, როგორც წყვილის დებიუტი შედგა. შესაბამისად, სასტარტო შეჯიბრზეც, სპორტსმენებმა ახალი პროგრამით იასპარეზეს. ასპარეზობის პირველ დღეს, ჩვენება 43.36 ქულა დააგროვეს და მხოლოდ, მე-13 პოზიციაზე გავიდნენ. დღევანდელი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა, ერთი პოზიციით უკეთესი ადგილი დაიკავეს, თუმცა, ორი დღის ჯამში, მე-13 ადგილს,  114.05 ქულით დასჯერდნენ. მიუხედავად ამისა, დეიბიუტის კვალობაზე, წყვილის გამოსვლა იმედიანია.


პირველი დღის ასპარეზობა - იხილეთ ვიდეო

მეორე დღის ასპარეზობა - იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ: ფიგურულმა მოციგურავეებმა სეზონი იუნიორთა გრან პრის ეტაპებით გახსნეს